კრემლმა გამორიცხა უკრაინიდან თავისი ჯარის გაყვანის შესაძლებლობა მიმდინარე წელს.
„ამაზე ლაპარაკიც არ შეიძლება იყოს“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა. პესკოვმა უპასუხა ჟურნალისტების თხოვნას, კომენტარი გაეკეთებინათ უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის წინადადებაზე საშობაოდ უკრაინიდან ჯარების გაყვანის შესახებ.
როგორც დიმიტრი პესკოვმა თქვა, უკრაინა „უნდა შეეგუოს იმ რეალობას, რომელიც შეიქმნა მთელი ამ ხნის განმავლობაში“. ამასთან დაკავშირებით მან ახსნა თვითგამოცხადებულ რეგიონებში, დონეცკსა და ლუგანსკში, და ასევე უკრაინის ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების ოკუპირებულ ტერიტორიებზე, "რეფერენდუმები" და აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციას დაემატა ახალი სუბიექტები და "ამ ახალი რეალობის გათვალისწინების გარეშე, ნებისმიერი პროგრესი შეუძლებელია", - აღნიშნა პესკოვმა.
მანამდე ვოლოდიმირ ზელენსკიმ წამოაყენა წინადადება, უკრაინის ტერიტორიიდან რუსული ჯარების გაყვანის შესახებ, როგორც „კონკრეტული მნიშვნელოვანი ნაბიჯისა დიპლომატიური მოგვარებისკენ, რაზეც ასე ხშირად საუბრობენ მოსკოვში“.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა "დიდი შვიდეულის" ლიდერებთან ვიდეო ხიდით საუბრისას განაცხადა. შეერთებულმა შტატებმა და მსოფლიოს უმეტესმა ქვეყნებმა, ისევე როგორც გაერომ, არ აღიარეს უკრაინაში რუსეთის მიერ სექტემბერში ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული "რეფერენდუმის" შედეგები.
კიევი და მისი მოკავშირეები რეფერენდუმს ყალბს უწოდებენ, რადგან ის ჩატარდა ოკუპაციისა და საომარი მოქმედებების პირობებში, რაც არღვევს საერთაშორისო ნორმებსა და უკრაინის კანონმდებლობას.
radiotavisupleba.ge