კრემლი რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში რომან აბრამოვიჩის მონაწილეობას ადასტურებს
კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა უპასუხა შეკითხვას Wall Street Journal-ის სტატიასთან დაკავშირებით, რომელშიც ნათქვამია, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ შეაჩერა სანქციები აბრამოვიჩის წინააღმდეგ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მოწოდებით. პესკოვის თქმით, აბრამოვიჩი საწყის ეტაპზე მართლაც იღებდა მონაწილეობას მოლაპარაკეკებში.
ამ დრომდე გაურკვეველი რჩება, რა როლს ასრულებს აბრამოვიჩი უკრაინასა და რუსეთს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში.
რუსი ოლიგარქი, რომან აბრამოვიჩი, აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან შესახვედრად პორტუგალიური პარსპორტით პოლონეთში ჩავიდა.
ცოტა ხნით ადრე უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, თითქოს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სთხოვა ჯო ბაიდენს, რომ რომან აბრამოვიჩის წინააღმდეგ სანქციები არ დააწესოს, რადგან რუსი ოლიგარქი, შესაძლოა, კიევსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებების პროცესში ჩეართოს.
ისიც ითქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რუსეთ–უკრაინის მოლაპარაკებებში მილიარდერი რომან აბრამოვიჩის ჩართვას პირადად დაუჭირა მხარი.
შეგახსენებთ, აშშ-ის ლიდერი, ჯო ბაიდენი პოლონეთში საქმიანი ვიზიტით, გუშინ, 25 მარტს, საღამოს ჩავიდა.