აშშ-ს პრეზიდენტის სიტყვები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შესახებ მიუღებელია. ბაიდენმა პუტინს „სამხედრო კრიმინალი“ უწოდა.
"მიუღებლად და უპატიებელია მიგვაჩნია მსგავსი რიტორიკა იმ სახელმწიფოს ლიდერისგან, რომლის ბომბებს მსოფლიოს გარშემო ასობით ათასი ადამიანი ემსხვერპლა", - უთხრა TASS-ს კრემლის პრეს–სპიკერმა დმიტრი პესკოვმა.
თეთრ სახლში, ღონისძიების შემდეგ ჟურნალისტების კითხვის პასუხად ბაიდენმა თქვა: "ვფიქრობ, ის სამხედრო დამნაშავეა". ეს პირველი შემთხევაა, როდესაც ბაიდენმა პუტინს ასე უწოდა.
ერთი წლის წინ ჯო ბაიდენმა დადებითად უპასუხა კითხვას, რომ პუტინი მკვლელია.
formulanews.ge