რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე იმყოფებოდა, ამის შესახებ ინფორმაციას კრემლზე დაყრდნობით რუსული მედია ავრცელებს. შესაბამისი ვიდეო გამოქვეყნდა კრემლის საიტზეც.
რუსული მედიის ინფორმაციით, პუტინმა ხერსონის მიმართულებაზე ჯარების დაჯგუფება „დნეპრი“, ხოლო ლუჰანსკის ე.წ რესპუბლიკაში ეროვნული გვარდიის შტაბი „ვოსტოკი“ მოინახულა და საჰაერო სადესანტო ძალების მეთაურის ტემპლინსკის და სხვა სამხედრო მეთაურების მოხსენებები მოისმინა.