რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მიერ საშობაოდ გამოცხადებულ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ოლექსი დანილოვი ტყუილსა და თვალთმაქცობას უწოდებს.
„რა კავშირი აქვს კრემლის პატარა ეშმაკების ხროვას შობის ქრისტიანულ დღესასწაულთან? ვინ დაუჯერებს საზიზღრობას, რომელიც ბავშვებს კლავს, სამშობიაროებს ცხრილავს და ტყვეებს აწამებს? ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი? ტყუილი და თვალთმაქცობაა, “- წერს დანილოვი ტვიტერზე.