კრემლმა
ოფიციალურ პირებს, რომლებიც 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში არიან ჩართულები ან
რაიმე ფორმით იღებენ მონაწილეობას, მოუწოდა, რომ „ეფლის“ ტელეფონებით აღარ ისარგებლონ
- ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
გამოცემის ცნობით მიზეზად უსაფრთხოებას ასახელებენ, კრემლში ფიქრობენ, რომ
iPhone - ბზე დასავლეთის სარეზერვო
სამსახურებს აქვთ წვდომა.
„კომერსანტის“ ცნობით,ოფიციალურ პირებს iPhone - ების გადაყრისკენ, ან ბავშვებისთვის მისი სათამაშოდ მიცემისკენ მოუწოდეს.
„სმარტფონები არ უნდა გამოიყენებოდეს ოფიციალურ და საქმიან გარემოში. ნებისმიერი ტიპის სმარტფონს აქვს საკმაოდ გამჭვირვალე მექანიზმი, არ აქვს მნიშვნელობა, ანდროიდი იქნება ეს თუ აიოსი“, – განაცხადა პესკოვმა. როიტერი წერს, რომ აღნიშნულ საკითხზე კომპანია apple - ში კომენტარი არ გაკეთებულა. „როიტერი“ ასევე წერს, რომ პუტინს სმარტფონი არ აქვს. პესკოვის განცხადებით, ის პერიოდულად იყენებს ინტერნეტს.