ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადებით, უკრაინა და ევროჯავშირი ერთი ოჯახია და მას კრემლი ვერ შეაშინებს. ამის შესახებ შარლ მიშელმა კიევში უკრაინა-ევროკავშირის სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ეს სამიტი ორ მკაფიო მესიჯს აგზავნის: ერთი - თქვენთვის და უკრაინის ხალხისთვის - ევროკავშირი ყველაფრით დაგიჭერთ მხარს, რაც შესაძლებელია… და მეორე მესიჯი - უკრაინის მომავალი ევროკავშირშია. უკრაინელებმა მკაფიო არჩევანი გააკეთეს თავისუფლების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის სასარგებლოდ. თქვენი მომავალი ჩვენთან ერთად არის ჩვენს საერთო ევროკავშირში. თქვენი ბედი - ჩვენი ბედია,“- განაცხადა შარლ მიშელმა.