რუსეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების სერგეი ლავროვისა და დმიტრო კულებას ანტალიაში დაგეგმილი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია მოსკოვსა და კიევს შორის მოლაპარაკებების პროცესისთვის, უთხრა ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის პრეს–სპიკერმა დმიტრი პესკოვმა.
„ეს მოლაპარაკებების პროცესის გაგრძელებაა, ძალიან მნიშვნელოვანი. მოვლენებს ნუ გავუსწრებთ, დაველოდოთ შეხვედრას“, – ციტირებს პესკოვს რუსული საინფორმაციო სააგენტო TACC.