კრიპტო ბანკი BlockFi ოფიციალურად გაკოტრდა.
კომპანიის წარმომადგენლობის განმარტებით, BlockFi ვეღარ ახერხებს ვალდებულებების მომსახურებას და კლიენტებისთვის თანხის დაბრუნებას, რის გამოც მენეჯმენტმა გაკოტრება გამოაცხადა.
BlockFi-ს გაკოტრება პირდაპირ კავშირშია რიგით მეორე უმსხვილესი კრიპტობირჟის, FTX-ის კოლაფსთან. საქმე ისაა, რომ FTX-ს კომპანია BlockFi-ს ვალი ჰქონდა დაახლოებით 300 მილიონი დოლარის მოცულობით.
FTX-ის გაკოტრების გამო კი BlockFi დეფოლტისა და ლიკვიდობის ზღვრამდე მივიდა.