ანალიტიკური პლატფორმა CoinMarketCap-ის ინფორმაციით, წლის პირველ კვარტალში კრიპტო ბაზრის კაპიტალიზაცია დაახლოებით 50%ით გაიზარდა და 1.185 ტრილიონ დოლარს მიაღწია.
ორგანიზაციის ინფორმაცით, კრიპტო ბაზრის დღიური ვაჭრობის მოცულობა 137%-ით გაიზარდა, რომელმაც საშუალოდ 48 მილიარდ დოლარს მიაღწია.
CoinMarketCap-ი აღნიშნავს, რომ 2023 წლის პირველი კვარტალი ძირითადად მშვიდი იყო, მაგრამ „სილიკონ ველი ბანკის“ (SVB) კრახს დიდი რყევები მოჰყვა. კრიპტო ბაზარზე ჩართულმა არაერთმა ორგანიზაციამ იზარალა და შედეგად, ინვესტორთა ყურადღება ბიტკოინსა (BTC) და ეთერიუმზე (ETH) გადაინაცვლა, ამიტომ მათი ფასი შესაბამისად 42%-ით და 27%-ით გაიზარდა.
გარდა ამისა, გაიზარდა მოთხოვნა ხელოვნური ინტელექტის ტოკენებსა და NFT-ზე.