პრობლემური კრიპტობროკერი Genesis თავისი პერსონალის 30%-ს სამსახურიდან ითხოვს, რაც FTX - ის კოლაფსის შედეგია - ამის შესახებ ინფორმაციას financial times ავრცელებს. გამოცემის ცნობით მისი მფლობელი კომპანია, Digital Currency Group, კაპიტალის მოზიდვას ცდილობს.
„გენეზისმა თანამშრომლების გათავისუფლების შესახებ რთული გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა ეს ზომები ჩვენი ბიზნესის წინსვლის ნაწილია“, - აცხადებენ კომპანიაში.