აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ გაკოტრებული კრიპტო ბირჟის FTX-ის დამფუძნებელი სემ ბანკმენ-ფრიდი, ცდილობდა ზეწოლას მოწმეებზე მის საქმესთან დაკავშრებით. ახლა პროკურატურა სასამართლოს სთხოვს, აუკრძალოს მას მესიჯების პროგრამების გამოყენება და ყოფილ თანამშრომლებთან ურთიერთობა. ინფორმაციას CNBC ავრცელებს.
ფედერალურმა პროკურორებმა შუამდგომლობა ბანკმენ-ფრიდისთვის დაშიფრული მესინჯერების გამოყენების აკრძალვის შესახებ მას შემდეგ დააყენეს, რაც ის FTX კრიპტო ბირჟის შვილობილი კომპანიის გენერალურ იურიდიულ კონსულტანტთან რაიან მილერთან კომუნიკაციას შეეცადა. მათი თქმით, ყოფილმა მილიარდერმა გამოიყენა Signal-ის მესინჯერი.
FTX აქტივების 5 მილიარდი დოლარის დაბრუნების შესახებ გამოცხადებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ბანკმენ-ფრიდმა მილერს მისწერა, რომ „ სურს აღადგინოს კონსტრუქციული ურთიერთობა მასთან, გამოიყენონ ერთმანეთი რესურსებად, თუ ეს შესაძლებელია, ან მინიმუმ მხარი დაუჭირონ ერთმანეთს“.
ბრალმდებლების განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ კრიპტო ბირჟის დამფუძნებელი სხვა ყოფილ თანამშრომლებსაც დაუკავშირდა და ზოგიერთი მათგანის თავის მხარეზე გადაბირება სცადა.