საერთაშორისო კრიპტობირჟაზე
ბოლო დღეების განმავლობაში ბაზრის საერთო კაპიტალიზაცია 1.05 ტრილიონ დოლარამდეგაიზარდა, რაც წლის უმაღლესი მაჩვენებელია.
ერთკვირიან ჭრილში ბიტკოინის ფასი 7%-ითაა გაზრდილი და 23,000 დოლარი გახდა. კრიპტოაქტივის კაპიტალიზაცია კი 440 მილიარდი დოლარის ფარგლებშია.
მეორე უმსხვილეს კრიპტოვალუტა ეთერიუმის ფასი 1,650 დოლარამდეა გაზრდილი, კაპიტალიზაცია კი 200 მილიარდ დოლარს აღწევს.
სპეციალისტების აზრით, კრიპტოაქტივების ფასების ზრდა აშშ-ის ფედერალური სტატისტიკისბიუროს მიერ
წლიური ინფლაციის დონის 6.5%-იან ნიშნულამდე შემცირებაა. ინფლაციის ტემპის შენელება, პირველ რიგში, ფედერალური რეზერვის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებითააგანპირობებული.
FED-ის გადაწყვეტილებას პირდაპირი გავლენა აქვს გლობალურ საფონდო და კრიპტობირჟებზე, რადგან საპროცენტო განაკვეთების ზრდა სარისკო აქტივების გაუფასურებას უწყობსხელს და პირიქით.
Barrons.com