კრიპტოკაპიტალიზაცია ბოლო 18 თვეში პირველად $1 ტრლნ-იან ნიშნულს ჩამოსცდა

კრიპტოკაპიტალიზაცია ბოლო 18 თვეში პირველად $1 ტრლნ-იან ნიშნულს ჩამოსცდა

access_time2022-06-13 14:00:47

2021 წლის იანვრის შემდეგ პირველად ჯამური კრიპტოკაპიტალიზაცია $1 ტრლნ-იან ნიშნულს ჩამოსცდა, რაც ნოემბრის პიკთან შედარებით თითქმის 3-ჯერ ნაკლებია. ბიტკოინმა 8 თვეში ღირებულების 65% დაკარგა. ათეულში შემავალმა ზოგიერთმა ვალუტამ კი 90%-ზე მეტი.


გასული წლის 10 ნოემბერს ბიტკოინის ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს $68 700-ს მიაღწია, დღეს $24 700 ღირს. წლის დასაწყისში ბიტკოინი $47 000 ღირდა, მარტის ბოლოს $49 000. დიდი ვარდნა მაისში დაიწყო რა დროსაც 1 კვირაში ფასი $12 000-ით $40 000-დან $28 000-მდე შემცირდა.


თუ ბიტკოინის ღირებულება ბოლო 24 საათში 10%-ით და ბოლო 1 კვირაში 21%-ით შემცირდა, #2 კრიპტოვალუტა ეთერიუმმა ერთ დღეში ღირებულების 13%, ბოლო ერთ კვირაში კი 33% დაკარგა. ეთერიუმი ახლა 18 თვიან მინიმუმზეა და $1250 ღირს - 75%-ით ნაკლები ვიდრე 2021 წლის ნოემბერში.


32 ცენტიანი ღირებულებით 2021 წლის იანვრის ფასს დაუბრუნდა რიპლიც. რიპლი ყველაზე ძვირი - 3.84 აშშ დოლარი 2018 წლის იანვარში ღირდა ამჟამინდელი ფასი 92%-ით ნაკლებია.


კიდევ ერთი პოპულარული კრიპტოვალუტის დოჯკოინის ფასი 5.6 ცენტამდეა შემცირებული. 2021 წლის მაისში მისმა ფასმა 73 ცენტს მიაღწია, რიპლის მსგავსად, მანაც მაქსიმალური ღირებულების 92% დაკარგა, ოღონდ უფრო მცირე დროში.


სატოში ნაკამოტოს სახელით ანონიმურმა პირმა ბიტკოინი როგორც ციფრული ვალუტა 2008 წლის მიწურულს წარადგინა. მისი ღირებულება 1 ცენტზე ნაკლები იყო და მაინინგისთვის ჩვეულებრივი ლეპტოპიც გამოდგებოდა.


ბიტკოინის ღირებულება სწრაფად იზრდებოდა, მაგრამ ფართო საზოგადოების ყურადღება პირველად მაინც 2017 წელს მიიპყრო, როდესაც მისმა ფასმა $20 000-ს მიაღწია. იმავე პერიოდში მკვეთრად გაიზარდა სხვა კრიპტოვალუტების ღირებულებაც, რის გამოც საქმეში ცენტრალური ბანკები და სხვა მარეგულირებლები ჩაერთვნენ. აკრძალვებმა და რეგულაციებმა ფასების ვარდნა გამოიწვია. 4 წლის შემდეგ მორიგი პიკის დროს ახალი რეკორდები მოიხსნა.


რეგულაციების გარდა კრიპტობირჟაზე გავლენას სხვა ფაქტორებიც ახდენს. შეერთებულ შტატებში ინფლაცია 40 წლიან მაქსიმუმზეა, იზრდება საპროცენტო განაკვეთებიც, რის გამოც ინვესტორებმა სარისკო აქტივებში თანხების დაბანდება შეამცირეს. ვარდნაში გარკვეული როლი პანიკურმა გაყიდვებმაც შეასრულა, როცა რაიმეს მიწოდება იზრდება იქნება ეს ხორბალი, ნავთობი თუ ბიტკოინი სხვა თანაბარ პირობებში ფასი კლებულობს.


კრიპტოსამყაროში პროგნოზი ძალიან არასაიმედოა. ზუსტად იმის განსაზღვრა სადამდე გაგრძელდება ვარდნა და როდის დაბრუნდებიან ბაზარზე ხარები პრაქტიკულად შეუძლებელია. იმ დროს როდესაც ინვესტორთა ნაწილი ციფრულ ფულს პანიკურად იშორებს, მეორე ნაწილისთვის ეს შესასყიდად საუკეთესო დროა. ასეთი დაბალი ფასები შეიძლება აღარასდროს განმეორდეს.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up