კრიპტოვალუტის პლატფორმის Ripple-ს თანადამფუძნებელმა და აგრეთვე მისმა ყოფილმა ტექნიკურმა დირექტორმა, ჯედ მაკკელებმა, თავისი ახალი გატაცების - კოსმოსის შესახებ ისაუბრა. როგორც ცნობილი გახდა, მან დააარსა სტარტაპი - Vast, რომელიც მიზნად ისახავს კოსმოსში კომფორტული საცხოვრებელი პირობების შექმნას.
ჯედ მაკკეილების თქმით, Vast-ის გუნდში სპეციალისტების დაქირავება ახლაც გრძელდება, მათი მთავარი ამოცანა კი უკვე ნაცნობი ტექნოლოგიების რეპროდუცირება იქნება. მაკკეილები ამბობს, რომ იგი ხელოვნური მიზიდულობის მეშვეობით კოსმოსში საცხოვრებელს შექმნის, თუმცა ჯერჯერობით უცნობია თუ როგორ გამოიყურება ეს იდეა პრაქტიკაში.
ჯედ მაკკეილებმა განაცხადა, რომ მას ყოველთვის სჯეროდა ტექნოლოგიის შესაძლებლობების ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისთვის. მისი თქმით, იმისათვის, რომ შესაძლებელი გახდეს კოსმოსში საცხოვრებელი პირობების შექმნა, თავდაპირველად აუცილებელია ტექნოლოგიების განვითარება, ისე, რომ ამან არ იქონიოს უარყოფითი გავლენა პლანეტაზე.
ჯერჯერობით უცნობია კოსმოსური საცხოვრებლის დეტალური გეგმა, უცნობია ასევე თუ რა დაჯდება ეს სტარტაპი და ვინ აფინანსებს მას.
აღსანიშნავია, რომ მაკკეილები არ არის ერთადერთი ადამიანი კრიპტო სამყაროში, ვინც ყურადღება დაუთმო კოსმოსს. ახლახან ავსტრალიელმა Web3 სტარტაპმა Crypto Competitons-მა ხელშეკრულება გააფორმა კვლევითი კომპანია World View-სთან, რომელიც დედამიწის სტრატოსფეროს შეისწავლის. ეს სტარტაპი NFT-ების მფლობელებს აძლევს შანსს მოიპოვონ პრიორიტეტული ადგილი World View-ის კოსმოსურ ფრენაში, რომელიც 2024 წლისთვის არის დაგეგმილი.