საერთაშორისო კრიპტობირჟაზე ბოლო 24 საათის განმავლობაში კრიპტოვალუტების ფასები მცირდება. ბაზრის საერთო კაპიტალიზაცია თითქმის 3%-ით, 968 მლრდ დოლარამდე შემცირდა.
ბოლო მონაცემებით, ბიტკოინის ფასი 2%-ით დაეცა და 20,800 დოლარს შეადგენს, აქტივის კაპიტალიზაცია კი 400 მილიარდი დოლარის ფარგლებში მერყეობს.
რიგით მეორე უმსხვილესი კრიპტოვალუტის ეთერიუმის ფასი კი 3.3%-ითაა შემცირებული და ამჟამად ის 1,500 დოლარი ღირს. ეთერიუმის აქტივის კაპიტალიზაცია 187 მილიარდ დოლარამდეა.
ფასების კლების ტენდენცია ფიქსირდება სხვა მსხვილ კრიპტოაქტივებზეც. სპეციალისტების შეფასებით, დაღმასვლის მთავარი მიზეზი აშშ-ის ფედერალური სტატისტიკის ბიუროს მიერ გასაჯაროებული მონაცემებია, რის მიხედვითაც ვაჭრობის სექტორის შემოსავლები მნიშვნელოვნად მცირდება, მოსახლეობა კი ხარჯვისგან თავს იკავებს, რაც პირდაპირპროპორციულად ნიშნავს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობა მცირდება.
barrons.com