კრიპტოვალუტის ბანკომატების ერთ-ერთმა უმსხვილესმა ოპერატორმა, Coin Cloud, თავი გაკოტრებულად გამოაცხადა. აშშ-ში დაფუძნებულმა კომპანიამ გაკოტრებულად გამოცხადების გადაწყვეტილება ნებაყოფლობით მიიღო.
Cash Cloud-ის ანგარიშზე ამჟამად 50 მილიონი დოლარის აქტივები და 500 მილიონი დოლარის ვალდებულებებია, რაც ვალისა და აქტივების შეფარდების კრიტიკული ზღვარია.
კომპანიის ინფორმაციით, მათ მსოფლიოში 5,000-მდე ATM აპარატი აქვს განთავსებული, რომელთა მეშვეობით მომხმარებლები კრიპტოვალუტებს მარტივად ყიდულობენ.
კომპანიის გაკოტრება კრიპტობანკის Genesis-ის გაკოტრებამ გამოიწვია, რომელსაც 110 მილიონი დოლარის Cash Cloud-ის ვალი ჰქონდა.