FTX-ის ჩამოშლის შემდეგ, ინვესტორებმა ბირჟებიდან 106000-ზე მეტი ბიტკოინი უკვე ამოიღეს

FTX-ის ჩამოშლის შემდეგ, ინვესტორებმა ბირჟებიდან 106000-ზე მეტი ბიტკოინი უკვე ამოიღეს

access_time2022-11-14 16:05:40

გასულ კვირას კრიპტო ინდუსტრია კოლაფსის რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, FTX კრიპტო ბირჟის ჩამოშლის შემდეგ, ინვესტორებმა ბირჟებიდან 106000-ზე მეტი ბიტკოინი  უკვე ამოიღეს. დილით კურსი $16000-ზე დაეცა. - ამის  შესახებ  ინფორმაციას  გამოცემა sharecast ავრცელებს.

 

AvaTrade-ის ბაზრის მთავარმა ანალიტიკოსი ნაიმ ასლამი თვლის, რომ ბაზრები „ჯერ კიდევ შოკშია და ე.წ. Ponzi სქემების ბაზარზე განხორციელება კვლავ შესაძლებელია.“

 

„ძალიან ძნელი დასაჯერებელია, რომ ადამიანს, რომელიც მეგობრობდა ტონი ბლერთან და ბილ კლინტონთან და ბაიდენის ადმინისტრაციის პარტიაში უამრავის დონორი იყო, შეეძლო ამის გაკეთება. ახლა უკვე ნათელია, რომ მარეგულირებლები არ აპირებენ გვერდში დგომას, სანამ FTX თამაშობს  კლიენტის სახსრებით და ეს გამოიწვევს რეგულირების ახალ ტალღას არარეგულირებულ ბაზარზე“, - აღნიშნა ნაიმ ასლამმა.

 

JP Morgan-ის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ბიტკოინი შესაძლოა 13000 დოლარამდე დაეცეს, სხვებს კი FTX-ის გაკოტრების შემდეგ „დომინოს ეფექტს“ ეშინიათ.

 


„ინვესტორებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ისეთი მოვლენები, როგორიცაა FTX ან Luna ავარია, უფრო მეტ ცუდ ადამიანს გამოდევნის სისტემიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ ტრეიდერებმა ყურადღება უნდა მიაქციონ საფუძვლებს, რომლებიც სავარაუდოდ გაუმჯობესდება ”- აღნიშნა ასლამმა და დასძინა, რომ „როცა კარი იხურება, ფანჯარა იხსნება“

 

რაც შეეხება  ბაზრის დანარჩენ ნაწილს, Ripple - ის ფასი (XRP) ბოლო 24 საათის განმავლობაში 2%-ით დაეცა. Dogecoin (DOGE) თითქმის უცვლელად ვაჭრობს, ხოლო Cardano - ის ღირებულება  (ADA) ოდნავ იზრდება. პოლიგონი (MATIC) დოლარის დაპყრობით იმუქრება.

 

კრიპტო ბირჟა FTX-ის კოლაფსის შედეგად, მომხმარებლების კუთვნილი სულ მცირე $1 მილიარდი გაქრა.

 

Reuters ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ბირჟის დამფუძნებელმა, სემ ბანკმენ-ფრიდმა ფარულად გადარიცხა კლიენტების კუთვნილი $10 მილიარდი FTX-დან Bankman-Fried-ის კომპანია Alameda Research-ში, რის შემდეგაც ამ თანხის დიდი ნაწილი დაიკარგა. ერთ-ერთი წყაროს მიხედვით, დაკარგული თანხა დაახლოებით $1.7 მილიარდია, მეორემ კი თქვა, რომ სხვაობა $1-დან $2 მილიარდამდე იყო.

 

FTX ზეწოლის ქვეშ მოექცა მას შემდეგ, რაც უმსხვილესი კრიპტობირჟის, Binance-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჩანგპენგ ჟაომ განაცხადა, რომ დაუზუსტებელი განცხადებების გამო, მისი ფირმა FTX-ის შიდა ტოკენის, FTT-ს, გაუქმებას აპირებდა. FTX-ის ლიკვიდურობის პრობლემა დიდი ოდენობით თანხის გატანამ შეუქმნა. ცნობებმა, რომლებმაც FTX-ის ფინანსური მდგრადობა ეჭვქვეშ დააყენა, ბაზარზე პანიკა და სამი დღის განმავლობაში ბირჟიდან $6 მილიარდის გატანა გამოიწვია.



თაკო კვაჭანტირაძე




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up