კრიპტოვალუტის გამოყენებით ინკოგნიტო მყიდველმა 101-კარატიანი ბრილიანტი 12.3 მილიონ დოლარად შეიძინა

კრიპტოვალუტის გამოყენებით ინკოგნიტო მყიდველმა 101-კარატიანი ბრილიანტი 12.3 მილიონ დოლარად შეიძინა

access_time2021-07-13 18:30:00

Sotheby’s-ის აუქციონზე 101-კარატიანი ბრილიანტი უპრეცედენტოდ მაღალ ფასად გაიყიდა. ეს ბრილიანტი ყველაზე ძვირად ღირებული ძვირფასი ქვაა, რომელიც კრიპტოვალუტის გამოყენებით შეიძინეს.


საინტერესოა, რომ მსხლის ფორმის ეს ძვირფასი ქვა პარასკევს 12.3 მილიონი აშშ დოლარის ეკვივალენტად გაიყიდა. აუქციონერმა განაცხადა, რომ გადახდის ტრადიციულ ფორმებთან ერთად თანხის გადახდა შესაძლებელი იყო სხვადასხვა კრიპტოვალუტით, მათ შორის ეთერიუმით ან ბიტკოინით.


პრესრელიზში ნათქვამია, რომ ბრილიანტი, სახელწოდებით “The Key 10138” (გასაღები 10138), გადაეცა კერძო კოლექციონერს, რომელმაც თავისი ვინაობის გამჟღავნება არ ისურვა.


პრესასთან საუბრისას აზიაში Sotheby’s-ის თავმჯდომარის თანაშემწემ ძვირფასეულობის მიმართულებით ვენჰაო იუმ განაცხადა, რომ ამ ნაბიჯით მათ ტრადიციული კოლექციონერების გარდა, ახალი კლიენტების ყურადღებაც მიიპყრეს. კრიპტოვალუტის საშუალებით შესყიდვების დამატება ,,ციფრულად საზრიანი თაობის“ გამოწვევებს პასუხობს.



საინტერესო ფაქტია, რომ მსხლის ფორმის ეს ბრილიანტი თავისი სიდიდით მეორეა, რომელიც ოდესმე გაყიდულა.


101-კარატიანი, მსხლის ფორმის ძვირფასი ქვა “D color” (D ფერის) სახეობის ბრილიანტს წარმოადგენს და თეთრ ბრილიანტებს შორის ყველაზე მაღალხარისხიანია. ამასთან, საინტერესოა, რომ შეუიარაღებელი თვალით დანახული ის უფეროა. ის ასევე მიჩნეულია,,უნაკლოდ“, რაც გულისხმობს, რომ ეს ბრილიანტი სრულიად გამჭვირვალეა და არანაირი ხილული ნაკლი არ გააჩნია. ის თავისი უმაღლესი ხარისხით ერთ–ერთია იმ ათ ბრილიანტს შორის, რომლებიც ოდესმე გამოუტანით აუქციონზე.


აღსანიშნავია, რომ არაერთმა აუქციონის სახლმა დაიწყო კრიპტოვალუტის, როგორც ალტერნატიული გადახდის მეთოდის გამოყენება ძვირად ღირებული ნივთებისათვის. შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ კოლექციონერები სულ უფრო ხშირად იყენებენ ბლოკჩეინ-ტექნოლოგიებს.


Sotheby’s-ის აუქციონზე წლის დასაწყისშიც შესაძლებელი იყო ბიტკოინისა და ეთერიუმის საშუალებით ბენკსის ნამუშევრის “Love is in the Air”–ის შეძენა. ბენკსის ამ ცნობილ ნამუშევარზე გამოსახულია ნიღბიანი კაცი, რომელიც ყვავილებს მოლოტოვის კოქტეილის მსგავსად ისვრის. ეს ნამუშევარი საბოლოოდ 12.9 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა, თუმცა უცნობია, ამ ნამუშევრის შესაძენად მყიდველმა კრიპტოვალუტა გამოიყენა თუ არა. კრიპტოვალუტით გადახდა შესაძლებელი იყო ივნისშიც, როდესაც გასაყიდად გამოიტანეს კიტ ჰარინგის ნამუშევარი. ნახატზე გამოსახულია ფიგურა, რომელსაც თავის ნაცვლად კომპიუტერი აქვს, ჰარინგის ეს ნამუშევარი 4.3 მილიონ გირვანქა სტერლინგად გაიყიდა, თუმცა აუქციონისტს გადახდის მეთოდი არც ამჯერად გაუსაჯაროებია.


forbes.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up