კრისტალი „აწარმოე საქართველოს“ ბენეფიციარებს შეღავათიან სალიზინგო პროდუქტებს შესთავაზებს

კრისტალი „აწარმოე საქართველოს“ ბენეფიციარებს შეღავათიან სალიზინგო პროდუქტებს შესთავაზებს

access_time2021-11-03 09:50:23

სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ახალ კომპონენტში ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალი“ ჩაერთო და მის ბენეფიციარებს სალიზინგო პროდუქტებს სახელმწიფოს თანადაფინანსებით სთავაზობს.



ამჯერად თანამშრომლობა სააგენტოს პროგრამას - ბიზნეს უნივერსალს ეხება. პირობების მიხედვით, მომხმარებლებს, რომლებიც „კრისტალის“ სალიზინგო მომსახურებით ისარგებლებენ, „აწარმოე საქართველოში“  ლიზინგის პროცენტს - რეფინანსირების განაკვეთს მინუს 3% -ით  დაუფინანსებს. აღსანიშნავია ისიც, რომ სუბსიდიის პერიოდი, წინა კონტრაქტით განსაზღვრული მაქსიმუმ 36 თვის ნაცვლად, ახლა ლიზინგის სრულ პერიოდზე ვრცელდება. 



ბიზნეს უნივერსალის მიზანი საქართველოში მეწარმეობის განვითარება, მეწარმე სუბიექტების მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნა და უკვე არსებულების გაფართოება-გადაიარაღების ხელშეწყობაა.




„ამგვარ პროგრამებში ჩართულობა კარგ შესაძლებლობას გვაძლევს, არა მხოლოდ  ლიზინგის მიმართულება განვავითაროთ, არამედ მონაწილეობა მივიღოთ ისეთ მნიშვნელოვან პროექტებში, რომლებიც ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას“, - აცხადებენ „კრისტალში“.



ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალში“ ლიზინგის მიმართულება ორ წელზე მეტია ჩამოყალიბდა. ამ პერიოდში კრისტალ-ლიზინგმა ბიზნესსაქმიანობები ისეთი ტიპის ძირითადი საშუალებებით დააფინანსა,  როგორებიცაა ბეტონის  საწარმოები, სატვირთო ავტომობილები და სპეცტექნიკა, ფრონტალური დამტვირთველები, აგროტექნიკა, სარესტორნო  მოწყობილობები, სამედიცინო მოწყობილობები,  ესთეტიკის ბიზნესმოწყობილობები,  მსუბუქი ავტომანქანები როგორც პირადი,  ისე ბიზნეს მიზნებისთვის.



ლიზინგის მიმართულებით კრისტალი კვლავ აქტიურად აგრძელებს მუშაობას. გუნდის მიზანია,  კრისტალ-ლიზინგი ჩამოყალიბდეს ლიდერ ფინანსურ კომპანიად,  რომელიც მეტი ფინანსური სტაბილურობის გარანტი და განვითარების შესაძლებლობა იქნება როგორც კომპანიისთვის, ისე მომხმარებლებისთვის.



კრისტალ-ლიზინგის  მომსახურების მიღება მომხმარებლებს თბილისსა და საქართველოს ყველა რეგიონში, კრისტალის 50-მდე ფილიალში შეუძლიათ.


(R)






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up