უზბეკეთის მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „მიკროფინის“ წარმომადგენლები, „კრისტალის“ საქმიანობასა და გამოცდილებას გაეცნენ.
სამდღიანი სამუშაო ვიზიტის დროს სტუმრებმა „კრისტალის“ მმართველი გუნდისა და დეპარტამენტების წარმომადგენლებისგან კომპანიის საინფორმაციო ტექნოლოგიების, რისკებისა და ბიზნესის მიმართულებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.
სტუმრები კომპანიის პროდუქტებითა და სერვისებით, გაყიდვების არხებით, დისტანციური მომსახურებებითა და პრობლემური სესხების მართვის პროცესებით დაინტერესდნენ. ამას გარდა, მოინახულეს ფილიალი და სერვისცენტრი და მათ მუშაობას ადგილზე გაეცნენ.
უკანასკნელ პერიოდში „კრისტალში“ ბიზნესპროცესების ოპტიმიზაციის, თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვის, მომსახურებების გაუმჯობესებისა და გამრავალფეროვნების მიმართულებებით არაერთი სტრატეგიული ნაბიჯი გადაიდგა. აღსანიშნავია, რომ ეს სიახლეები ზოგადად მიკროსაფინანსო სექტორის საქმიანობისთვის ინოვაციურია, ამიტომ მათი გაცნობით სხვადასხვა ქვეყნის საფინანსო კომპანიები და სპეციალისტები განსაკუთრებით ინტერესდებიან.
„ფინანსური ორგანიზაციების, ამ შემთხვევაში „მიკროფინის“ წარმომადგენლების ვიზიტი და გამოცდილების გაზიარების სურვილი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „კრისტალი“ სწორი მიმართულებით ვითარდება. ეს არის იმ ნდობის დემონსტრირებაც, რომლითაც ჩვენი კომპანია საფინანსო სექტორში სარგებლობს“, - აცხადებენ კრისტალში.
„კრისტალი“ საკუთარი მიღწევების და გამოცდილების გაზიარებას სხვა დაინტერესებული კომპანიებისთვის გააგრძელებს.
(R)