„კრისტალის“ განახლებული ვებგვერდით მომხმარებლები აქტიურად სარგებლობენ

„კრისტალის“ განახლებული ვებგვერდით მომხმარებლები აქტიურად სარგებლობენ

access_time2023-04-06 10:55:59

ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალმა“ ვებგვერდი განაახლა (www.crystal.ge). მომხმარებლებს მათი ინტერესებისა და მოთხოვნების შესაბამისი, მრავალფუნქციური, განახლებული ვებგვერდით სარგებლობა უკვე შეუძლიათ. 

 

„კრისტალის“ მულტიფუნქციური ვებგვერდის ახალი დიზაინი, დახვეწილი და თანამედროვე ინტეფეისი, ვიზიტორების გამოცდილების შესაბამისად გამარტივებული, ინტუიციური ნავიგაცია, ინფორმაციის აღქმა და კონტენტის სტრუქტურა მთლიანად მომხმარებლებზე ორიენტირებული და მათი მოთხოვნების შესაბამისია.

 

ვებგვერდზე ყველა საჭირო ინფორმაცია ერთადაა თავმოყრილი, რაც ვიზიტორებს საშუალებას აძლევს, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, არა მარტო მარტივად მიიღონ საჭირო ცნობები, არამედ ისარგებლონ კიდეც სასურველი მომსახურებით. აღსანიშნავია, რომ განახლებულ ვებგვერდზე სერვისები და პროდუქტები, რომლებიც „კრისტალის“ მომხმარებლებისთვის პრიორიტეტული და აქტუალურია, კიდევ უფრო მარტივადაა ხელმისაწვდომი. მათ შორის, სესხის აპლიკაცია, სესხის დაფარვა და კალკულაცია, სესხის ხელშეკრულების შაბლონი,  ვალუტის კურსები, ფილიალების მისამართები და ა.შ. ამას გარდა, საიტი მაქსიმალურად ინტერაქციულია, უზრუნველყოფს მომხმარებლის მეტ ჩართულობას და მათ  სხვადასხვა მომსახურებით სარგებლობას, მათ შორის სესხის განაცხადის შევსებას პირდაპირ საიტზე.

 

ვებგვერდზე ფუნქციურადაა გადანაწილებული ყველა ის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც მომხმარებლების გამოკითხვის მიხედვით განსაკუთრებული მოთხოვნით სარგებლობს, მათ შორის, ძირითადი პროდუქტები, სეზონური შეთავაზებები და სიახლეები.

 


საგულისხმოა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიური ტრენდების შესაბამისად შეცვლილი და ახალი ანალიტიკური შესაძლებლობებით აღჭურვილია ონლაინჩატი, რომელშიც ჩატბოტის ფუნქციაცაა ინტეგრირებული. ჩატბოტის დახმარებით, მომხმარებლები მარტივად, ქოლცენტრთან დაკავშირების გარეშე, ავტომატურ რეჟიმში იღებენ სასურველ ინფორმაციას.

 

აღსანიშნავია, რომ ვებგვერდზე ვიზიტორებისთვის განთავსებულია „კრისტალის“ ფინანსური პროდუქტების შესახებ ინფორმაცია. თითოეული მათგანის დეტალური პარამეტრების გაცნობის გარდა, პროდუქტის უშუალო გვერდზე გადასვლით, მომხმარებელს საშუალება აქვს, დამოუკიდებლად ააწყოს სავარაუდო კრედიტის საორიენტაციო გრაფიკი და შეავსოს სესხის განაცხადი.

 

ტექნოლოგიურად დახვეწილია ფილიალების შესახებ ინფორმაციის ნაწილიც: მათ რუკაზე არა მარტო სასურველი, არამედ ახლომდებარე ფილიალების მისამართებისა და მიმართულების ძიების ფუნქციაც აქვთ დამატებული.

 

განახლებული ვებგვერდი სრულადაა ადაპტირებულია თანამედროვე მოწყობილობებთან, მათ შორის სმარტფონების პარამეტრებთან, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, საიტი მობილური ტელეფონის დახმარებით, ტექნიკური შეფერხების გარეშე, მარტივად გამოიყენონ.

 

ვებგვერდის განახლების პროექტი „კრისტალმა“ ფონდ EFSE-ის დაფინანსებით, პროექტის EFSE development facility ფარგლებში განახორციელა. 

 

 

(R)


თეგები:
კრისტალი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up