კრისტალმა  BlueOrchard-ისგან 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა

კრისტალმა BlueOrchard-ისგან 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა

access_time2022-12-23 11:05:41

ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალმა“ შვეიცარული საინვესტიციო ფონდისგან „BlueOrchard Finance“ 8 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის საკრედიტო რესურსი მიიღო, რომელიც კრისტალის მიერ საქართველოში  მიკრო მეწარმეებისა და ფერმერების ფინანსური სერვისებით მხარდაჭერას მოხმარდება.

 

კრისტალსა და BlueOrchard-ს შორის თანამშრომლობა  2014 წლიდან იღებს დასაბამს და ამ დროის მანძილზე, კომპანიებს შორის არაერთი წარმატებული საინვესტიციო გარიგება განხორციელდა. ახალი საკრედიტო რესურსის გამოყოფა მტკიცე და ეფექტური პარტნიორობის ნათელი დასტურია, განსაკუთრებით, კრისტალის მიკრობანკად ტრანსფორმაციის კრიტიკულ ეტაპზე. ახალი რესურსი მიზნად ისახავს ადგილობრივი მიკრო და მცირე მეწარმეებისთვის პროდუქტებისა და სერვისების გაუმჯობესებას, საკრედიტო პროდუქტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, ლიკვიდობის უზრუნველყოფას და მიზნობრივი ბიზნეს კონსულტაციების გაწევას.


მოხარულები ვართ, რომ BlueOrchard-სა კრისტალს შორის პარტნიორობა კიდევ უფრო გაძლიერდა. აღნიშნული ინვესტიცია მნიშვნელოვან როლს შეასრულებს კრისტალის ლიკვიდობის პოზიციის შემდგომ გაძლიერებაში და მიმართული იქნება მიკრო და მცირე საწარმოების მხარდასაჭერად. ახალი რესურსი ხელს შეუწყობს ჩვენი კლიენტების სტაბილურობასა და  ეკონომიკურ გაჯანსაღებას,”- აღნიშნავს კრისტალის უფროსი აღმასრულებელი ოფიცერი ილია რევია.

 


BlueOrchard-ის უფროსი საკრედიტო ოფიცერის  ნორმუნდს მიზისის თქმით :„მიკრო და მცირე მეწარმეები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში და გადამწყვეტი წვლილი შექვთ სიღარიბის დაძლევასა და სამუშაო ადგილების შექმნაში. საქართველოს MSME სექტორის მხარდაჭერის პროცესში, კრისტალი ჩვენთვის  მყარი პარტნიორია. მივესალმები ჩვენი თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებას, რათა პოზიტიური წვლილი შევიტანოთ საქართველოს მოსახლეობის გაძლიერებაში.”

 

 

BlueOrchard-ის შესახებ: BlueOrchard გლობალური გავლენის მქონე საინვესტიციო ფონდების მმართველი ორგანიზაციაა. როგორც პიონერი გავლენის მქონე ინვესტირების სფეროში, იგი მხარს უჭერს საზოგადოებისა და გარემოსთვის გრძელვანიანი შედეგების მიღწევას.  BlueOrchard მსოფლიოში პირველი კომერციული მიკროსაფინანსო ინვესტიციების მმართველი კომპანიაა, რომელიც 2001 წელს გაეროს ინიციატივით დაარსდა. BlueOrchard უზრუნველყოფს ეფექტური საინვესტიციო გადაწყვეტილებების შეთავაზებას და ხელს უწყობს განვითარებად ბაზრებზე მილიონობით მეწარმესა და ინვესტორს შორის კავშირების დამყარებას. დღესდღეობით, მას 10 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული 105-მდე ქვეყანაში. 2022 წლის ივნისის მდგომარეობით, Blueorchard-ის დახმარებით, განვითარებად ბაზრებზე დაბალი შემოსავლის მქონე 255 მილიონმა ადამიანმა მიიღო წვდომა ფინანსურ და დაკავშირებულ სერვისებზე.   BlueOrchard-ი  Schroders Group-ის წევრი არის. დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს: www.blueorchard.com BlueOrchard

 

კრისტალის შესახებ: „კრისტალი“ საქართველოს წამყვანი ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია და არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც 400 მლნ ლარამდე მოცულობის სასესხო პორტფელს მართავს, დასაქმებული ჰყავს 1,000-ზე  მეტი თანამშრომელი, ოპერირებს 50 ფილიალით და ქვეყნის მასშტაბით 125,000-ზე მეტ მომხმარებელს ემსახურება. „კრისტალი“, როგორც ეკონომიკური განვითარების პლატფორმა, მიკრო და მცირე მეწარმეებსა და ფერმერებს მათზე მორგებულ ინოვაციურ ფინანსურ პროდუქტებსა  და მომსახურებას სთავაზობს. იგი პირველი არასაბანკო საფინანსო ორგანიზაციაა რეგიონში, რომელმაც გლობალური სარეიტინგო სააგენტოს FitchRatings-ის შეფასება მოიპოვა. 2018 წლის დეკემბერში, კრისტალი საქართველოში წლის პასუხისმგებლიან ბიზნესად დასახელდა - „მელიორა 2018

 

(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up