კრისტალმა ჰოლანდიის განვითარების ბანკისგან 10 მლნ აშშ დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა

კრისტალმა ჰოლანდიის განვითარების ბანკისგან 10 მლნ აშშ დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა

access_time2021-09-17 10:55:11

ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია კრისტალისა და ჰოლანდიის განვითარების ბანკის (FMO) პარტნიორობა კვლავ აქტიურად გრძელდება. ამჯერად ჰოლანდიურმა ბანკმა კრისტალს 10 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ახალი საკრედიტო რესურსი გამოუყო, რომელიც საქართველოს მასშტაბით მცირე და საშუალო კომპანიების, მიკრო მეწარმეების, ქალების, ახალგაზრდებისა და ფერმერების ინოვაციური ფინანსური სერვისებით მხარდაჭერას მოხმარდება.

 

COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული კრიზისის ფონზე ახალი სასესხო ხელშეკრულება კიდევ ერთხელ ადასტურებს კომპანიებს შორის მჭიდრო და შედეგზე ორიენტირებულ თანამშრომლობას, რომელსაც საფუძველი 2017 წელს ჩაეყარა. FMO-ს საკრედიტო რესურსი ხელს შეუწყობს კრისტალის მიერ ფინანსური მომსახურების გაწევას, მწვანე დაფინანსების გაძლიერებასა და ქვეყნის მასშტაბით COVID-19–ით დაზარალებული  მოსახლეობის მხარდაჭერას.

 

არამდგრადი ეკონომიკის პირობებში მიკროსაფინანსო ინსტიტუტები გადამწყვეტ როლს ასრულებენ. შესაბამისად,  FMO-ს მიერ გამოყოფილი ინვესტიცია კრისტალის, როგორც საქართველოში წამყვანი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის როლის კიდევ ერთი აღიარებაა, რაც დაფინანსების გზით მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის მდგრადი განვითარების ხელშეწყობას გულისხმობს. გარიგება ასევე გამოხატავს საერთაშორისო პარტნიორების ურყევ ნებას, არასტაბილური ეკონომიკის პირობებშიც კი მხარი დაუჭირონ მიკროსაფინანსო სექტორის განვითარებას.

 

FMO– ფინანსური ინსტიტუტების დირექტორი მარნიქს მონსფორტი: „მოხარულები ვართ, რომ კრისტალთან ჩვენი პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდა. რადგან კრისტალის საქმიანობა უმეტესად რეგიონებში მოქმედი მცირე და საშუალო ბიზნესების, ასევე მიკრომეწარმეების მხარდაჭერისკენაა მიმართული.  მას შეუძლია, გადამწყვეტი როლი შეასრულოს ფინანსური ინკლუზიის ხელშეწყობასა  და უთანასწორობის შემცირებაში. ეს კი FMO–ს სტრატეგიის ორ მნიშვნელოვან ამოცანას პასუხობს“.

 


როგორც კრისტალის უფროსი აღმასრულებელი ოფიცერი ილია რევია აღნიშნავს: „ისეთი სოლიდური რეპუტაციის მქონე ინვესტორთან პარტნიორობის გაღრმავება, როგორიც FMO-ა, შესაძლებლობას გვაძლევს, კიდევ უფრო დავხვეწოთ ჩვენი პროდუქტები და საკუთარი წვლილი შევიტანოთ ადგილობრივი მეწარმეობის განვითარებაში. მიღებული ინვესტიცია მნიშვნელოვან როლს შეასრულებს მიკრო საწარმოებისა და სასოფლო-სამეურნეო ფერმერებისთვის საბრუნავი კაპიტალისა და აქტივების დაფინანსებაში, განსაკუთრებით მაშინ, როცა ისინი მძიმე კრიზისის შემდგომ რეაბილიტაციას გადიან.“

 

კრისტალის შესახებ: კრისტალი საქართველოში მოქმედი წამყვანი ფინანსური ჩართულობის კომპანია და არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც მართავს 362 მლნ ლარის მოცულობის სასესხო პორტფელს, დასაქმებული ჰყავს 1,000-ზე  მეტი თანამშრომელი, ოპერირებს 50 ფილიალით და ემსახურება 120,000-ზე მეტ მომხმარებელს ქვეყნის მასშტაბით. კრისტალი, როგორც ეკონომიკური განვითარების პლატფორმა, მიკრო და მცირე

 

მეწარმეებსა და ფერმერებს მათზე მორგებულ ინოვაციურ ფინანსურ პროდუქტებსა და მომსახურებას სთავაზობს. კრისტალი პირველი არასაბანკო საფინანსო ორგანიზაციაა რეგიონში, რომელმაც გლობალური სარეიტინგო

 

 

სააგენტოს, FitchRatings-ის შეფასება მოიპოვა. 2018 წლის დეკემბერში კრისტალი  საქართველოში წლის პასუხისმგებლიან ბიზნესად დასახელდა და „მელიორა 2018“-ის მთავარი ჯილდოს მფლობელი გახდა.

 

FMO- შესახებ: FMO მეწარმეობის ჰოლანდიური განვითარების ბანკია, რომელიც ამბიციურ პროექტებსა და მეწარმეობაში ინვესტირებით მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში კერძო სექტორის მდგრად განვითარებას უწყობს ხელს.  FMO მიიჩნევს, რომ მძლავრი კერძო სექტორი ეკონომიკური და სოციალური კეთილდღეობის საწინდარია. 50+ წლიანი გამოცდილებით, FMO ხელს უწყობს მოსახლეობის გაძლიერებასა და ცხოვრების ხარისხის ამაღლებას.  FMO-ს ძალისხმევა უმთავრესად მიმართულია იმ 3 სექტორზე, რომლებიც განვითარების მხრივ მაღალი გავლენით გამოირჩევა. ესენი: ფინანსური ინსტიტუტები, ენერგია და სოფლის მეურნეობა, საკვები და წყალი. 85 ქვეყნის მასშტაბით 9.3 მილიარდი ევროს ოდენობის საინვესტიციო პორტფელით, FMO მსოფლიოს მასშტაბით განვითარების მიმართულებით მოქმედი ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკია. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.fmo.nl.


(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up