„კრისტალმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის საპატიო ჯილდო მესამედ მიიღო

„კრისტალმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის საპატიო ჯილდო მესამედ მიიღო

access_time2021-12-14 13:55:01

საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის კონკურსზე (BARTA) „კრისტალმა“ საპატიო ჯილდო კიდევ ერთხელ მიიღო. კომპანიამ გამარჯვება წლიური ანგარიშის შინაარსის, ხარისხისა და ღიაობისთვის მოიპოვა. ეს აღიარება კომპანიის სტაბილურ განვითარებას უსვამს ხაზს და ადასტურებს, რომ „კრისტალის“ გუნდისთვის გამჭვირვალობის მაღალი ხარისხი ერთ-ერთ მნიშვნელოვან ორგანიზაციულ ღირებულებას წარმოადგენს.



საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის კონკურსი მსოფლიო ბანკისა და ევროკავშირის მიერ, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის რეფორმების მხარდაჭერის ეროვნულ ფონდთან თანამშრომლობით, 2019 წლიდან ტარდება.



კონკურსის მიზანი ქართული კომპანიების ანგარიშგების და გამჭვირვალობის ხარისხის ამაღლება, ახალ წესებთან შესაბამისობის წახალისება, კომპანიებს შორის ჯანსაღი კონკურენციის ხელშეწყობა და კორპორაციული ანგარიშგების საერთო სტანდარტის გაუმჯობესებაა, რაც ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონეზე ინვესტორთა ნდობის მოსაპოვებლად ასევე მნიშვნელოვანია.




„ჩვენ განსაკუთრებით გვეამაყება ის ფაქტი, რომ კონკურსის დაარსების დღიდან საპატიო ჯილდოს უკვე მესამედ ვიღებთ.  მოგეხსენებათ, საქართველოს ეკონომიკის წარმატება მნიშვნელოვანწილად   დამოკიდებულია კერძო სექტორის მიერ როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ინვესტორების მოზიდვაზე. შესაბამისად, მდგრადი და სისტემური ანგარიშგების მიმართულებით ასეთი ტიპის აღიარება ხელს უწყობს ნდობის ხარისხის ზრდას და კომპანიის საქმიანობით დაინტერესებულ პირებთან ღია და გამჭვირვალე კომუნიკაციას.



ამას გარდა, აღსანიშნავია თავად ამ კონკურსის მნიშვნელობაც, რომელიც წლიდან წლამდე სულ უფრო მეტ კომპანიას იზიდავს და დიდ როლს ასრულებს კომპანიების ფინანსური საქმიანობის ღიაობისა და გამჭვირვალობის სტანდარტის გაზრდაში“, - აღნიშნავს  კრისტალის უფროსი აღმასრულებელი ოფიცერი ილია რევია.



საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის კონკურსი გამარჯვებულებს ტრადიციულად 4 ნომინაციაში გამოავლენს: მსხვილი საფინანსო კომპანიები, მსხვილი არასაფინანსო კომპანიები, მცირე და საშუალო კომპანიები და საპატიო ჯილდო.



კრისტალის 2020 წლის წლიური ანგარიში იხილეთ ბმული


(R)

თეგები:
კრისტალი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up