კრისტელ გიბერი: „კონკურსს არ ჰყავს  წაგებული -   ყველა მონაწილე ჟიურისგან მიიღებს  ინდივიდუალურ შეფასებებს, თუ როგორი შთაბეჭდილება დაგვიტოვა მის მიერ წარმოებულმა ღვინომ“

კრისტელ გიბერი: „კონკურსს არ ჰყავს წაგებული - ყველა მონაწილე ჟიურისგან მიიღებს ინდივიდუალურ შეფასებებს, თუ როგორი შთაბეჭდილება დაგვიტოვა მის მიერ წარმოებულმა ღვინომ“

access_time2022-10-25 15:45:52

IWSC-ის  ჟიურიმ მედალოსანი ქართული ღვინოები გამოავლინა

„ჩვენ 50 წელზე მეტია მხარს ვუჭერთ მსოფლიო ღვინის გავრცელებას. მიუხედავად ამისა, ჩვენ მნიშვნელოვანი გამოცდილება და მოსაზრება გავიზიარეთ თქვენგან და ასევე  საინტერესო სიახლეებს  გავეცანით ადგილობრივი ჟიურის წევრებისგან. შეუძლებელი იქნებოდა, ეს ტესტირება ლონდონში ჩაგვეტარებინა.  განსაკუთრებული მადლობა  ღვინის ეროვნულ სააგენტოსა და მის ხელმძღვანელობას,  რომ ასეთ მოკლე დროში სასწაულის მოხდენა და  განხორციელება შევძელით. IWSC-ის სახელით გეტყვით,  მოხარული ვარ, რომ დღეს თქვენთან ერთად ვარ! “ – ასე მიმართა IWSC Wine Judging in Georgia-ს დაჯილდოების ცერემონიალზე მოსულ სტუმრებს IWSC-ის გენერალურმა დირექტორმა კრისტელ გიბერიმ.




დღეს IWSC კონკურსის  გამარჯვებულები უკვე ცნობილია.  კომპეტენტური ჟიურიმ მედალოსანი ქართული ღვინოები გამოავლინა.  კონკურსზე დარეგისტრირებული უპრეცენდენტოდ მაღალი რაოდენობის - 487 ქართული ღვინოდან მედალი 288 მათგანს გადაეცა.  16 ოქრო, 63 ვერცხლი და 209 ბრინჯაო! - პირველად ისტორიაში, ქართველმა მწარმოებლებმა საერთაშორისოდ აღიარებული ჯილდო საკუთრ ქვეყანაში მოიპოვეს.



„იდეას კონკურსი რომ საქართველოში ჩატარებულიყო საფუძველი ივლისში ჩაეყარა და სწორედ ამ  დროიდან, 3 თვის განმავლობაში მოვახერხეთ ამ დიდი  საქმის სისრულეში მოყვანა. ასევე დიდ მადლობას ვუხდი, სარა ებოტის, რომელმაც დამაკავშირა სწორ და ნამდვილ ადამიანებთან. ძალიან სასიამოვნოა, რომ მუშაობა გვიწევს ქართულ გუნდთან და მადლობას ვუხდი ჟიურის  ადგილობრივ ყველა წევრს, რომლებმაც გაგვიზიარეს საკუთარი ცოდნა და გამოცდილება,“ - აღნიშნა კრისტელ გიბერიმ.




კონკურსში წარმოდგენილ ღვინის ნიმუშებს საერთაშორისო და ადგილობრივმა ჟიურიმ შეაფასა,  რომელსაც სწორედ ბრიტანელი ღვინის მაგისტრი სარა ებოტი ხელმძღვანელობდა. ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ,  ღვინის ექსპერტები ქეთ ლომაქსი, მეგან კლარკი, მეგი მაკფერსონი და კრისტელ გილბერტი, უფროსი სომელიე სალვატორე კასტანო. წარმოდგენილ ღვინის ნიმუშებს IWSC -ის ჟიურის ადგილობრივი მსაჯებიც აფასებდნენ. ჟიურის შემადგენლობაში ანა გოდაბრელიძე, გიორგი დაქიშვილი, ლადო უზუნაშვილი, დავით ჩიჩუა,  ჯაბა ძიმისტარიშვილი, მაგდა სურგულაძე,  პატრიკ ჰონეფი, გიორგი სამანიშვილი, შალვა ჯაფარიძე, რეზი ცეცხლაძე, ზვიად ლოლაძე, კახა ჭოტიაშვილი, ირაკლი ჩოლობარგია  და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა შედიოდნენ.

„აქტივობები ასევე დაგეგმილია ლონდონსა და სხვადასხცა ქალაქებში. ჩვენ საერთაშორისო ბაზრებზე  ხელს შევუწყობთ  ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებასა და  პოპულარუზაციას, როგორც მომხარებლებთან, ისე სავაჭრო პარტნიორებთან. ყველა მეღვინეს ვულოცავ კონკურსში მონაწილეობის მიღებას. კონკურსს არ ჰყავს  წაგებული,   ყველა კონკურსანტი ჟიურის წევრებისგან   მიიღებს  ინდივიდუალურ შეფასებებს, თუ როგორი შთაბეჭდილება დაგვიტოვა მის მიერ წარმოებულმა ღვინომ. კონკურსი აუმჯობესებს ღვინის საბოლოო შედეგს და სამომავლოდ,  ყველაფერი უფრო დახვეწილი და გასაკუთრებული იქნება, - განაცხადა IWSC-ის გენერალურმა დირექტორმა.



მნიშვნელოვანია, რომ კონკურსის ფარგლებში ქართველ მეღვინეებს გამორჩეულმა ბრიტანელმა ექსპერტებმა საკუთარ გამოცდილება გაუზიარეს - იმისათვის, რომ სწორად შეფასდეს  ღვინო და გამოიკვეთოს  მისი ნამდვილი ღირებულება, საკმარისი დრო უნდა დაეთმოს მის გასინჯვას - დაგემოვნებას. ექსპერტთა თქმით, IWSC-ის ჯილდოს მიღება მარტივი ნამდვილად  არ არის და სწორედ ეს ფაქტი ანიჭებს  ჯილდოს მნიშვნელობას. 

საქართველოში ღვინის საერთაშორისო კონკურსის International Wine & Spirit Competition (IWSC) ოფიციალური პარტნიორია გურჯაანის ღვინის ფესტივალი, ხოლო კონკურსის მხარდამჭერები არიან ღვინის ეროვნული სააგენტო და ღვინის დღეები საქართველოში.






(R)






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up