ჰატაისპორის თავდამსხმელი კრისტიან ატსუ ნანგრევებში გარდაცვლილი იპოვეს. ფეხბურთელს 6 თებერვალს თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ ეძებდნენ. მისი დაღუპვის შესახებ ინფორმაცია 31 წლის განელი ფეხბურთელის აგენტმა მურატ უზუნმეჰმეტმა გაავრცელა.
„კრისტიან ატსუ ნაპოვნია. სამწუხაროდ, ის დაიღუპა“, – დაწერა სოციალურ ქსელში ფეხბურთელის აგენტმა, მურატ უზუნმეჰმეთმა.
„ჰათაისფორში“ გადასვლამდე ატსუ „ჩელსიში“, „ნიუკასლში“, „პორტუში“, „რიუ ავეში“, „ვიტესში“, „ევერტონში“, „მალაგაში“, „ბორნმუთსა“ და „ალ-რეადში“ თამაშობდა.
ნახევარმცველმა განას ნაკრებში 60 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა. იყო მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის მონაწილე.
შეგახსენებთ, რომ თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით 6 თებერვალს 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რამაც თურქეთსა და სირიაში 30 000-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. ატსუს ადგილსამყოფლის შესახებ ბოლო დრომდე უცნობი იყო.