ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის, კრისტინ ლაგარდის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიის გამო 2020 წელს ევროზონის ეკონომიკა 8-12%-ით შემცირდება.
ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის თქმით, უწყების „რბილი“ სცენარი, რომელიც 5%-იან ნეგატიურ ზრდას პროგნოზირებდა, უკვე მოძველებულია.
კრისტინ ლაგარდმა ასევე აღნიშნა, რომ ძალიან შეშფოთებული არ არის სასესხო დონის ზრდით. მისივე თქმით, ახალი ევროკრიზისი არ იქნება.
„ევროპის ცენტრალური ბანკის მისიაა ჩვენი საერთო აქტივის, ევროს მეურვეები ვიყოთ. ჩვენი დამფუძნებელი წევრების მთავარი მისია ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაა“, - დასძინა მან.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
imedinews.ge