კრიზისის მიუხედავად, „კრისტალბეთის“ წმინდა მოგება 88%-ით გაიზარდა

კრიზისის მიუხედავად, „კრისტალბეთის“ წმინდა მოგება 88%-ით გაიზარდა

access_time2021-08-20 12:00:38

საქართველოში სათამაშო ბიზნესის ბრუნვა წლიდან წლამდე იზრდება. პროცესი ვერც პანდემიამ შეაფერხა. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის 10 თვე ყველა ტოტალიზატორი და კაზინო დაკეტილი იყო, ონლაინთამაშების ხარჯზე, სექტორის ჯამური ბრუნვა (დადებული ფსონების ჯამი) 22%-ით, 31.7 მლრდ ლარამდე გაიზარდა.  ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, მნიშვნელოვნად, 88%-ით გაიზარდა აზარტული თამაშების ბაზარის ერთ-ერთი ლიდერი კომპანიის, „კრისტალბეთის“ წმინდა მოგება, თანხამ 177 მლნ ლარი შეადგინა. ეს მაშინ, როდესაც ქვეყნის ყვეალაზე მძლავრი ფინანსური ინსტიტუების წმინდა მოგება შემდეგი იყო:


1) „თიბისი ბანკი“ – 123,180,649 ლარის წმინდა მოგება.

2) „საქართველოს ბანკი“ – 57,108,880 ლარის წმინდა მოგება.

3) „კრედო ბანკი“ – 13,950,614 ლარის წმინდა მოგება.

4) „ბაზისბანკი“ – 5,972,349 ლარის წმინდა მოგება.

5) „პროკრედიტ ბანკი“ – 3,534,386 ლარის წმინდა მოგება.

 


2020 წლის კონსოლიდირებულ აუდიტორულ ანგარიშში ვკითხულობთ, რომ „კრისტალბეთის“ წმინდა შემოსავალი სათამაშო საქმიანობიდან 363 მლნ ლარი იყო:


  • შემოსავალი ონლაინ კაზინოს თამაშებიდან - 270 მლნ ლარი.
  • შემოსავალი ონლაინ ტოტალიზატორიდან - 70 მლნ ლარი.
  • შემოსავალი ონლაინ peer-to-peer თამაშებიდან  - 11 მლნ ლარი.
  • სხვა შემოსავალი მომხმარებლებთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან - 11.12 მლნ ლარი.

 

კომპანიის საოპერაციო ხარჯები 158 მლნ ლარი იყო, საიდანაც ყველაზე მეტი – 52 მლნ ლარი თამაშების მომწოდებლის ხარჯებია, 38 მლნ ლარი გადასახადი ტოტალიზატორის ფსონებზე, 35 მლნ ლარი მომსახურების მომწოდებლის მოსაკრებლები და ბანკის საკომისიოები, 26  მლნ ლარი კი მარკეტინგის და სარეკლამო ხარჯები.


დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ COVID 19-ს კომპანიის ოპერაციებზე დაუყოვნებელი უარყოფითი გავლენა ჰქონდა, რამაც  კომპანიის მიერ ყველა კაზინოს საქმიანობის შეწყვეტა გამოიწვია, ასევე ძირითადი სპორტული ღონისძიებების გაუქმება, რამაც 2020 წლის მარტიდან ივნისამდე პერიოდში, სპორტულ საქმიანობასთან დაკავშირებული შემოსავლის შემცირება გამოიწვია. თუმცა, რადგან კომპანიის ძირითადი საქმიანობა ონლაინ თამაშებს უკავშირდება, რომლებზეც არსებითი გავლენა არ ჰქონია  COVID-19-ის აფეთქებას, საერთო ჯამში პანდემიამ კომპანიის ფინანსურ მდგომარეობაზე არსებითი უარყოფითი გავლენა არ იქონია.

 

„კრისტალბეთი“ (შპს „მარსი“) 2005 წლის 5 მაისს დაარსდა. კომპანიის საკონტროლო პაკეტის (51%) მფლობელია „Bwin Holdings (Malta) Limited“, რომლის საბოლოო მაკონტროლებელ მხარესაც წარმოადგენს „Entain PLC“ (ყოფილი: GVC Holdings PLC) - მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი აზარტული თამაშების ბაზარსა და სამომხმარებლო სექტორზე მოოპერირე „ჯგუფი“. კომპანიის წილის დანარჩენ 49%-ს ფლობენ საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირები: ლევან ახვლედიანი 24%, კნიაზ დასენი 10%,  გიორგი ჩხეიძე 5%, კობა გიგლემიანი 5%, ვანო გიგლემიანი 5%.


ბაჩო ადამია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up