Tbilisi Hills Golf & Residences -ს მთავარი ინვესტორი ოლეგ ოსინოვსკი საკუთარ სოციალურ ქსელში ინტერვიუს აქვეყნებს, სადაც ქვეყანაში პანდემიით გამოწვეული კრიზისის დაძლევაში ბიზნესის როლზე საუბრობს.
-თქვენი აზრით შევწყვიტეთ ოფისებიდან მუშაობა?
-კარანტინისა და თვითიზოლაციის პერიოდმა მთელს კაცობრიობასა და მათ შორის ჩემზეც ძალიან საინტერესოდ იმოქმედა. ეს თითქოს იმის კატალიზატორი იყო, რაც აქამდე ვიცოდით, თუმცა ფორმულირების გვეშინოდა. მაგალითად, პირველად დისტანციურად მუშაობას გამოვყოფდი. ფაქტია, რომ ოფისები და ბიზნეს ცენტრები უკვე გუშინდელი დღეა. ჩვენ ახლა გავაანალიზეთ, რომ იმ კომუნიკაციების მეშვეობით, რაც ახლა არსებობს - ინტერნეტი, ვიდეო კონფერენციები და ა.შ ოფისების არსებობას აზრი არ აქვს. აღმოჩნდა, რომ ყოველდღიური შეხვედრების აუცილებლობაც არ დგას, რადგან ამ ყველაფრის გაკეთება სახლიდანაც შეიძლება. ეს ნიშნავს დროის ეკონომიას - არ კარგავ დროს გზაში, მაგრამ ამავდროულად ცოცხალ კომუნიკაციებსაც ინარჩუენებ.
-რა ტიპის სერვისები აღარ იქნება საჭირო?
-ძალიან ბევრი რამე ისედაც იცვლებოდა, უბრალოდ პანდემია აღმოჩნდა მიზეზი, რომ ეს ცვლილებები უფრო ადრეულ ეტაპზე განხორციელებულიყო.
ვფიქრობ, რომ პანდემიის შემდეგ რესტორნებთან დაკავშირებით ახალი სურათი გვექნება. ძალიან ბევრმა რესტორანმა დაამატა მიტანის სერვისი. შესაბამისად, არ გჭირდება თავად იქ მისვლა და ამაში დროის ხარჯვა. ეს სწრაფი და კომფორტულია. ამ დროს იბადება კითხვა - გვჭირდება რესტორნები? - უკვე დიდი ხანია, რაც მსოფლიოს მასშტაბით რესტორნები ძირითადად მხოლოდ სამზარეულოს ფუნქციას ასრულებენ, სადაც საკვებს ამზადებენ და შემდეგ დანიშნულების ადგილზე მიაქვთ. ვფიქრობ ეს ძალიან შეცვლის დღევანდელ სამყაროს.
ანალოგიური ამბავია სავაჭრო ცენტრებთან მიმართებაში. ხშირად ვამბობთ, რომ არაა საჭიროება არსებობდეს მაღაზიები, რადგან ამ ყველაფრის შეძენა ონლაინ შეიძლება. ახლა ვხვდებით, რომ ნამდვილად არ გვჭირდება მათი არსებობა, კარანტინის პერიოდში ყველა უკვეთავდა და ყიდულობდა ონლაინ, რაც ნამდვილად უფრო იაფი, სწრაფი და კომფორტული გამოდიოდა.
ამ დროს კიდევ ერთი კითხვა ჩნდება - მაშინ რატომ უნდა ვიცხოვროთ ქალაქებში? ადრე გასაგები იყო რატომაც, რადგან გარშემო ყველაფერი იყო რაც გჭირდებოდა - სამსახური, რესტორანი, მაღაზია. თუმცა, თუ დღეს ეს არ გვჭირდება, მაშინ ქალაქში ცხოვრებაც არ არის აუცილებელი. ადამიანები გავლენ დედაქალაქიდან, იცხოვრებენ ბუნებაში, სადაც უნდათ და არ სჭირდებათ ქალაქებში თავმოყრა. ასეთი იქნება დეურბანიზაცია, ფაქტობრივად სრულიად ახალ სამყაროს მივიღებთ, სამყაროს, სადაც არ იქნება რესტორნები, ოფისები, კინოთეატრები.
ზოგადად, სახელმწიფოსთვისაც უფრო მომგებიანია ადამიანების ქალაქებში ცხოვრება, უფრო იაფია მომსახურება, ააშენებენ ერთ დიდ სახლს, ერთი გაყვანილობით და უკვე მრავალი ადამიანის მომსახურებაა უზრუნველყოფილი. თუ ადამიანები ცხოვრობენ ქალაქგარეთ ეს, რა თქმა უნდა, უფრო ძვირი ჯდება, სწორედ ეს არის მიზეზი თუ რატომ ცდილობენ ყოველთვის ბევრი ადამიანის ერთ ქალაქში თავმოყრას. მაგრამ დღეს ასე აღარაა, შესაძლოა 50 წელიწადში ქალაქები აღარც იყოს.
-გლობალური უმუშევრობა გარდაუვალია?
-მე უფრო მეტად უმუშევრობის საკითხს ავტომატიზაციისა და რობოტიზაციის პროცესების გამო ვხედავ, რომლებიც წარმოებებში ადამიანებს შეცვლიან, მაგრამ ეს გარდაუვალი პროცესია და ამას ვერ ჩავანაცვლებთ. მაგალითად, მზარეულები ყოველთვის საჭიროები იქნებიან რადგან საკვები უნდა მოამზადონ, მაგრამ იქნება კი საჭირო მიმტანი, რომელიც ამ კერძს მაგიდასთან მიიტანს? მიუხედავად ამისა, ახალი აუცილებლობა მძღოლის ვაკანსია გახდება და მიმტანს შეეძლება ახალ სამუშაოზე გადაწყობა მოუხდეს. შესაბამისად, მე არ ვფიქრობ, რომ გლობალური უმუშევრობის საფრთხე გვემუქრება, უბრალოდ ადამიანებს მოუწევთ პროფესიების შეცვლა, მაგრამ ეს ნამდვილად არაა მტკივნეული თემა, ეს სრულიად ნორმალურია.
-კორონავირუსი ტურიზმის ინდუსტრიას გაანადგურებს?
-ტურიზმი ეს საკუთარი ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებაა და რა თქმა უნდა ეს სფერო ისევ დარჩება აქტუალური. სიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენ მოგზაურობა და მეტი ფულის ხარჯვა ჩვენს ქვეყანაში დავიწყეთ. საპასუხოდ ტურისტულ სერვისებზე მოთხოვნა წინანდებურად მაღალი დარჩა. მათ ვისაც საზღვარგარეთ წასვლა უნდოდა ახლა იგივე სტანდარტებს საკუთარ ქვეყანაში ითხოვს. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში გამოჩნდება უკეთესი სერვისი, უკეთესი სასტუმროები, რესტორნები გზები და ა.შ.
ტურიზმი მაინც ცოტა განსხვავებული საკითხია, ეს ცნობისმოყვარეობის ამბავია. შესაძლოა ახლოს კარგი სასტუმრო გქონდეს, მაგრამ მთელი ცხოვრება ვერ დავისვენოთ. რამდენჯერმე შეიძლება წახვიდე, მაგრამ შემდეგ მოგბეზრდება. ამ პანდმიასაც გავუმკლავდებით და ყველაფერი მალე გაიხსნება, შესაძლოა ცოტა ხნით მოთხოვნა მცირე მასშტაბების იყოს და შემდეგ ერთბაშად მოიმატოს, რადგან ადამიანებს, რომლებსაც დიდი ხანია არ უმოგზაურიათ წასვლის სურვილი კვლავ ექნებათ.
-რა უნდა ვქნათ საქართველოში ინვესტიციებთან დაკავშირებით?
-ჩემი ხედვა არის ასეთი - პირველ რიგში, კრიზისის პერიოდში მეწარმეებმა და ბიზნესმა მაქსიმალური ინვესტიცია უნდა განახორციელონ და შექმნან რაც შეიძლება მეტი სამუშაო ადგილი. თუ ამას არ გავაკეთებთ, ქვეყანა უბრალოდ მოკვდება.
ეს ის მომენტია, როდესაც ყველას ეშინია და დამალვა სურს, თუმცა ამ დროს საპირისპიროდ უნდა ვიმოქმედოთ და სამუშაო ადგილები შევქმნათ. რამდენადაც ჩვენ ამ სოციუმში ვცხოვრობთ, თუ ქვეყანაში ცუდი სიტუაცია იქნება ყველას გაგვიჭირდება. ამ კუთხით, ჩვენ Tbilisi Hills-ში ინვესტიციას გავრზდით და გვინდა, რომ საქართველოში ყველაფერი კარგად იყოს. იმედი გვაქვს სხვა მეწარმეებიც გაიზიარებენ ჩვენს გამოცდილებას. ჩვენ ერთად მოვაგვარებთ ამ პრობლემას და მოვახერხებთ ეკონომიკური ვარდნის მინიმალიზაციას. მნიშვნელოვვანია იყოს სამუშაო ადგილები და ადამიანები ღებულობდნენ ხელფასს. ჩვენ გავზრდით მშენებლობის, სამუშაო ადგილებსა და ინვესტიციების რაოდენობას.
-თუ კრიზისი ძალიან მძიმედ გაგრძელდება რა ბედი ელის თბილისი ჰილსს?
ისტორიულად, „ლაქშერი სეგმენტი“ არ განიცდის კრიზისს. შეიძლება ეს არასამართლიანია, თუმცა ეს სფერო ასე მუშაობს. მაგალითად, ჰერმესის ჩანთების გაყიდვები არ იკლებს და მსოფლიო კრიზისზე დამოკიდებული არ არის, პირიქით, ხანდახან იმატებს კიდეც. ჩვეულებრივ, ამ სეგმენტს არ ეხება კრიზისი და ამ პერიოდშიც კი ადამიანების ის ნაწილი, რომელიც მუდმივი მომხმარებლები არიან, აქვთ შესაძლებლობა იგივე რაოდენობის თანხა დახარჯონ, რომ საკუთარი ცხოვრების სტანდარტები შეინარჩუნონ. შესაბამისად, ჩვენ ყველაზე ფეშენებელური სივრცე გვაქვს თბილისის შემოგარენში, ეს ყველაზე მდიდრული რაიონია არა მხოლოდ თბილისში, არამედ მსოფლიოს მასშტაბით ასეთი ადგილი ძალიან ცოტაა. იცხოვრო ბუნებაში, ქალაქის ცენტრიდან 15 წუთის სავალზე, გოლფის მოედნის გვერდით, რომელიც ევროპის 20 საუკეთესო გოლფის მოედანში შედის - ეს იდეალური კომბინაციაა.
ბევრი ადგილი მინახავს მსოფლიოში და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს განსაკუთრებულია. ამიტომ, გაყიდვებზე მოთხოვნა ისევ ისეთია, სტაბილურად გვყავს მსურველები, ახალი მეზობლები ჩნდებიან და მშენებლობებიც აქტიურად მიმდინარეობს. შესაბამისად ვერ ვიტყვი, რომ ჩვენ კრიზისი რამენაირად შეგვეხო.
ანი ცარციძე