“კრიზისში ვართ” - ქუთაისში შიდატურიზმმა არ გაამართლა

“კრიზისში ვართ” - ქუთაისში შიდატურიზმმა არ გაამართლა

access_time2020-07-25 17:00:28

შიდატურიზმი, თვეზე მეტია, ნებადართულია, თუმცა ქუთაისის ისტორიული უბნები და ცენტრალური ქუჩები ისევ ცარიელია. კაფეებისა და სილამაზის სალონების ვიტრინებზე სულ უფრო ხშირად შეხვდებით აბრებს - „ქირავდება“. ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე სარეკლამო ბილბორდებიც, კარგა ხანია, ცარიელია.

ქუთაისის ტურიზმის ცენტრის მონაცემებით, გასულ წელს ქუთაიში 300-ზე მეტი მცირე და მრავალნომრიანი სასტუმრო იყო დარეგისტრირებული. კარანტინის მოხსნის შემდეგ ქალაქის 61-მა სასტუმრომ გაიარა ჯანდაცვის სამინისტროს შემოწმება და მუშაობის უფლებაც მოიპოვა, მაგრამ თითქმის ყველა ცარიელია. მცირე სასტუმროებისა და გესთჰაუსების დიდი ნაწილი დაიხურა.

„სასტუმრო დიდია, 100 ადამიანზე მეტს იტევს ერთდროულად და ერთი კვირის მარაგი შევიძინეთ სანიტარიულ -ჰიგიენური ნორმების დასაცავი საშუალებები. ძალიან დიდი თანხა გადავიხადეთ. რომ გვცოდნოდა,საზღვრები არ გაიხსნებოდა და საჰაერო მიმოსვლა არ აღდგებოდა საზღვარგარეთის ქვეყნებთან, ხარჯს არ გავწევდით ამ გაჩერებულ სასტუმროებში. ახლა აღმოვჩნდით კრიზისში. რისთვის გავიარეთ შემოწმება, რისთვის შევიძინეთ სადეზინფექციო საშუალებები, თუ ტურისტი არ შემოვა?!“- ამბობს შალვა ბობოხიძე, სასტუმრო “გორას” მეპატრონე.

სასტუმროს შესასვლელში, დერეფნებსა და აივნებზე - ყველგან გამოკრულია საინფორმაციო მასალები ქართულად და ინგლისურად კორონავირუსის გავრცელების პრევენციის შესახებ, თუმცა მათ არავინ ეცნობა. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესების შესაბამისად შეძენილი სადეზინფექციო ხსნარები, ურნები და პერსონალის სპეციალური აღჭურვილობა, მეორე თვეა, დასაწყობებულია.

სასტუმრო „გორა“ქალაქის ისტორიულ ცენტრშია, შემაღლებულზე. მისი ტერასიდან და აივნებიდან ქუთაისი ხელისგულზე ჩანს. საცხოვრებლად ტურისტებისთვის ეს საუკეთესო ადგილია - ლამაზ ხედთან ერთად, აქედან ქალაქის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები ფეხით რამდენიმე წუთის სავალზეა.

შარშანდელი ხალხმრავლობის გათვალისწინებით, სასტუმროს მეპატრონე წლევანდელი სეზონისთვის განსაკუთრებულად მოემზადა, შენობას ერთი სართული და რამდენიმე ნომერი დაამატა, თუმცა, უკვე თვეებია, სტუმარი არ მიუღია. შემოსავლის გარეშე დარჩა თავად შალვა ბობოხიძეც და მის ოჯახურ ბიზნესში დასაქმებული მომსახურე პერსონალიც.


“15-მდე ადამიანი ვემსახურებოდით სტუმრებს, ახლა ყველა დამხმარე სახლში გავუშვი. გაკოტრების პირას ვართ. არ მინდა წლების განმავლობაში შექმნილი ჩემი ბიზნესი ასე დავკარგო. თან შენობას სულ ვერ გამოვკეტავ, ყოველდღიურად ხელის შევლება სჭირდება, ხან რაღაც ფუჭდება და უნდა შევაკეთო, ამის ფული საიდან მოვიტანო?!” - გვეუბნება მეპატრონე.

შიდატურიზმზე ქუთაისში დიდ იმედებს არ ამყარებენ. როგორც წესი, სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული დამთვალიერებლები ქალაქში ღამის თევით არ რჩებიან. ტრადიციულად ქუთაისში სასტუმროს ნომრებს უცხოელი ტურისტები ქირაობდნენ - ყველაზე ხშირად ევროპიდან, უკრანიდან და ისრაელიდან.

„10 წლის წინანდელ მდგომარეობაში დავბრუნდით და კიდევ უფრო უკან“, -ამბობს ტურისტული კომპანია Travel To Georgia -ს დირექტორი და „საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაციის“ ხელმძღვანელი ლაშა ბერეკაშვილი და დასძენს, რომ ქვეყნის შიგნით მოგზაურებისთვის ქუთაისი არც აქამდე ყოფილა ძალიან პოპულარული. “სხვა პრობლემაა, რატომ იყო ნაკლები, რატომ არ ვპოზიცირებდით ამ მიმართულებით, მაგრამ ქუთაისი საინტერესო იყო საერთაშორისო ვიზიტორებისთვის, მისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, რადგან ქუთაისიდან ადვილია სვანეთში, ბათუმში, ახალციხეში, რაჭაში, თბილისში მოხვედრა. ამიტომ იყო დიდი ინტერესი ქუთაისის მიმართ მათი მხრიდან“.

ტურისტული სააგენტოებისა და გიდების დიდი ნაწილი უმუშევრად დარჩა. შიდატურიზმის გახსნის შემდეგ ეცადნენ სხვადასხვა მარშრუტი შეეთავაზებინათ მოგზაურობისთის, მაგრამ მათი მოლოდინი არ გამართლდა. რამდენიმე თვეში ტურისტული საქმიანობა წლების წინანდელ ნიშნულზე ჩამოვარდა, როდესაც ტურიზმი ჯერ კიდევ ფეხს იდგამდა.

ბაგრატის ტაძრის, გელათისა და მოწამეთას მონასტრებსა და რამდენიმე კულტურულ-ისტორიულ ძეგლთან ერთად ქუთაისის შემოგარენში ტურისტებისთვის საინტერესო ადგილებია დაცული ტერიტორიები, სათაფლიისა და პრომეთეს მღვიმეები, მარტვილისა და ოკაცეს კანიონები.

მღვიმეები 15 ივინისიდან გაიხსნა და იქ ყველა ის წესი მოქმედებს, რომლებიც სხვა დახურულ სივრცეში. ვიზიტორებმა უნდა დაიცვან 2-მეტრიანი დისტანცია და ატარონ პირბადე.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, 15 ივნისიდან 21 ივლისამდე სათაფლიისა და პრომეთეს მღვიმეები, საერთო ჯამში, 5 000-ზე მეტმა ადამიანმა ნახა, აქედან უხცოელების წილი მხოლოდ 0.18 % იყო.

2019 წლის განმავლობაში პრომეთეს მღვიმე მესამე ადგილზე იყო ვიზიტორთა რაოდენობით, ყაზბეგის ეროვნული პარკისა და მარტვილის კანიონის შემდეგ. სათაფლიისა და პრომეთეს მღვიმეები მხოლოდ შარშან, ჯამში, 260 ათასამდე ადამიანმა ნახა.

სტატისტიკის მიხედვით, ვიზიტორთა რაოდენობა საქართველოში 2020 წლამდე ყოველწლიურად იზრდებოდა. კორონავირუსის პანდემიამდე მზარდი იყო ქუთაისის ტურიზმის ცენტრში მომსახურების მიმღები უცხოელი ტურისტების რიცხვიც. კარანტინის გამოცხადებამდე, მხოლოდ მიმდინარე წლის თებერვალში, ცენტრს 900-მდე ტურისტმა მიმართა, რაც ორჯერ მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ქუთაისის ტურიზმის ცენტრის მონაცემებით, გასულ წელს ცენტრში ყველაზე მეტი იყო პოლონეთის, გერმანიის, რუსეთის, გაერთიანებული სამეფოსა და ლატვიის მოქალაქე.

 

რადიო თავისუფლება


თეგები:
ქუთაისი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up