კრიზისული იმპულსები ევროპის და აშშ–ის ბანკებში – რა ემუქრება ქართულ ბანკებს

კრიზისული იმპულსები ევროპის და აშშ–ის ბანკებში – რა ემუქრება ქართულ ბანკებს

access_time2023-03-21 23:00:06

საქართველოს საბანკო სექტორი პანდემიას გაუმკლავდა, ომის კრიზისში მაღალ ლიკვიდობას ინარჩუნებს და სებ-ის რეგულაციებსაც უძლებს, რომელიც სექტორს სულ უფრო მეტ კაპიტალის ბუფერებს აქმნევინებს.


თუმცა, ფინანსისტები ახალ ნეგატიურ ტალღას ელიან, რომელსაც მხოლოდ განვითარებული ქვეყნები არ იწვნევენ. მას ვერც განვითარებადი სახელმწიფოები და მათ შორის ვერც მცირე ზომის ეკონომიკის მქონე საქართველო გადაურჩება.


ფინანსისტი გოჩა თუთბერიძე (ქუთაისის უნივერსიტეტის რექტორი, ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი) შიშობს, რომ ქართულ ბანკებს ლიკვიდობის პრობლემა შეექმნება, სექტორს ფულის მოზიდვა გაუჭირდება.


რეცესიული იმპულსები თითქმის ერთდროულად გამოვლინდა ევროპასა და აშშ-ში. შვეიცარიის უმსხვილესი ბანკი UBS გაკოტრებამდე მისულ Credit Suisse-ს ყიდულობს, გლობალური საფრთხის პრევენციისთვის, რომ მსოფლიო საფინანსო სისტემამ მდგრადობა შეინარჩუნოს. რის გამოც Moody’s-მა უმსხვილესი შვეიცარიული ბანკის გრძელვადიანი რეიტინგი სტაბილურიდან ნეგატიურში გადაიყვანა. UBS-მა Credit Suisse თავისი აქციებით უნდა გამოისყიდოს.


ამასობაში მსხვილი ამერიკული ბანკები გაკოტრდნენ, Silicon Valley Bank და Signature.



გოჩა თუთბერიძის თქმით, ტალღას მხოლოდ უმსხვილესი ბანკები თუ გადაურჩება. პროცესი ჩაითრევს საშუალო და მცირე ზომის ბანკებს.


ევროპულ და ამერიკულ ბანკებში ყველაფერი დეპოზიტების გადინებით დაიწყო. საანაბრე განაკვეთების მინიმუმამდეა დაწეული და მეანაბრეები ბანკიდან გატანილ ფულს ალტერნატიულ ინსტრუმენტებში აბანდებენ, სხვადასხვა აქტივებში, მათ შორის კაპიტალის და უძრავი ქონების ბაზრებზე.


უმსხვილესი ბანკები შედარებით დაცულია იმ ნიშნით, რომ ღია ბაზარზე არიან, ფართო ოპერაციებს ასრულებენ, არ შემოიფარგლებიან მხოლოდ საბანკო საქმიანობით, საშუალო და მცირე ბანკებისგან განსხვავებით, რომელთა პროფილი უფრო ვიწროა.


მაგ: ერთ-ერთი მსხვილი ბანკი JPMorgan Chase & Co. ბანკებს Citigroup Inc., Bank of America Corp., Wells Fargo & Co. Morgan Stanley, Goldman Sachs Group Inc., U.S. Bancorp и PNC Financial Services Group Inc სთავაზობს ერთობლივად იმუშაონ First Republic Bank-ის გადარჩენის სქემაზე. აშშ-ის ამ ერთ–ერთმა უმსვილესმა ბანკმა 10 დღეში კაპიტალიზაციის 3/4 დაკარგა. კაპიტალი $21 მლრდ-დან, $5 მილიარდამდე შეუმცირდა.


გოჩა თუთბერიძეს ამირეკელი და ევროპელი დეპოზიტარების ქცევასთან პარალელი არარელევანტურად მიაჩნია, იმის მიუხედავად, რომ საანაბრე განაკვეთები საქართველოშიც მინიმალურ ზღვარზეა, მ.შ. ევროზე ნულოვანიც კი.


სექტორი მეანაბრეებს არ დაკარგავს, რადგან ჩვენ ქვეყანაში ფულის სარფიანად დაბანდების ალტერნატიული ინსტრუმენტები არ არის, მ.შ. კაპიტალის ბაზრის, რომელიც განუვითარებელია. ამასთან ვერ შედარდება იმიტომაც, რომ სხვადასხვა მასშტაბია. დეპოზიტების მოცულობა თუ აშშ-ს მშპ-ს რამდენერმე აღემატება. ქართველი ფიზ და იურიდიული პირების დანაზოგები, მიმდინარე დეპოზიტების ჩათვლით ქვეყნის მშპ-ს 70-80%-ის ფარგლებშია.


gbc.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up