კრწანისის ტყეპარკში, გამწვანების მასშტაბური აქციის ფარგლებში, 300-მდე ხე-მცენარე დაირგო

კრწანისის ტყეპარკში, გამწვანების მასშტაბური აქციის ფარგლებში, 300-მდე ხე-მცენარე დაირგო

access_time2022-11-16 11:51:17

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა და შვედეთის სამეფოს ელჩმა საქართველოში ულრიკ ტიდესტრომმა კრწანისის ტყეპარკში, ჭალის ტყის აღდგენის მიზნით გამართულ გამწვანების მასშტაბურ აქციაში მიიღეს მონაწილეობა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.



აქციის ფარგლებში, საქართველოს წითელი ნუსხისა და მარადმწვანე სახეობის 300-მდე ხე-მცენარე დაირგო, მათ შორის, თელა, ფშატი, ელდარის ფიჭვი, საკმლის ხე, აკაკი, იოლღუნი და სხვა. ტყეპარკში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სახელობის ტყე გაშენდა. ტერიტორია შემოიღობა და სარწყავი სისტემები მოეწყო.



გამწვანების მასშტაბური ღონისძიება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების თანამშრომლების ჩართულობით გაიმართა.



„ჩვენ დავიწყეთ კრწანისის ტყეპარკში სარეაბილიტაციო სამუშაოები, რაშიც ჩვენი აქტიური მხარდამჭერია შვედეთის მთავრობა, რისთვისაც მინდა მადლობა გადავუხადო. კრწანისის ტყეპარკი არის რუსთავსა და თბილისს შორის ტერიტორია, რომელიც უნდა იქცეს ერთ-ერთ მთავარ რეკრეაციულ სივრცედ და, ამავდროულად, მას უნდა ჰქონდეს გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების ფუნქცია. ჩვენ, ერთი მხრივ, უნდა დავიცვათ ტერიტორიის ეკოსისტემა, ბიომრავალფეროვნება და, მეორე მხრივ, ის ვაქციოთ საუკეთესო დასვენების ადგილად. მთლიანობაში ეს ტერიტორია განვითარდება რუსთავისა და თბილისისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ზონად“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ.




„ძალიან მიხარია, რომ დღეს კრწანისის ტყეპარკში ვიმყოფები და ასობით ადამიანთან ერთად ვმონაწილეობ ხეების დარგვის აქციაში. შვედეთის მხარე ნამდვილად მოხარულია და მხარს უჭერს კრწანისის ტყეპარკის განვითარებას. ხელმისაწვდომი მწვანე სივრცის არსებობა მნიშვნელოვანია როგორც რუსთავის, ისე თბილისის მაცხოვრებლებისთვის. ეს წამოწყება, საბოლოო ჯამში, ემსახურება საქართველოს ბიომრავალფეროვნების დაცვასა და აღდგენას“, - განაცხადა შვედეთის სამეფოს ელჩმა საქართველოში, ულრიკ ტიდესტრომმა.



კრწანისის ტყეპარკში ჭალის ტყის აღდგენა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და შვედეთის მთავრობის დაფინანსებით პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო” ფარგლებში მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში 2 მნიშვნელოვანი აქტივობა ხორციელდება, კერძოდ, „კრწანისის ტყის დეგრადირებული ეკოსისტემის აღდგენა და სამხრეთ კავკასიის ეკოსისტემების კვლევის და აღდგენის ცენტრის შექმნა" და „წითელ ნუსხაში შეტანილი და გადაშენების პირას მყოფი ხის სახეობების ex-situ კონსერვაცია", რის შედეგად კრწანისის ტყეპარკში უკვე - 7,5 კმ საგზაო მონაკვეთს აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდა; დასრულდა 150 ჰა-ს შეღობვის, ღობის პერიმეტრის გამწვანებისა და გარე განათების სამუშაოები; მოეწყო დეკორატიული სკვერები და სარწყავი სისტემები. ასევე, სხვადასხვა სახეობის 5000-მდე მწვანე ნარგავი დაირგა და ბალახის საფარი დაიგო. გამწვანების მასშტაბური სამუშაოები 2023 წლის გაზაფხულზეც გაგრძელდება.



პროექტი „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო” განხორციელდება 2021-2024 წლებში და ის დაეხმარება ველური ბუნების სააგენტოს გააუმჯობესოს მართვის ეფექტიანობა და ხელი შეუწყოს საქართველოს ველური ბუნების მდგრად მართვას. პროექტის მიხედვით, კრწანისის ტყეპარკში რეკრეაციისა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაზე გათვალისწინებული პირველი საჯარო სივრცე შეიქმნება, რომელიც იმგვარად მოეწყობა, რომ შენარჩუნდეს და აღდგეს არსებული უნიკალური ეკოსისტემა.



აღნიშნული აქცია პროექტის ფარგლებში ხელს უწყობს ბიომრავალფეროვნების სტრატეგიისა და მოქმედებათა გეგმით განსაზღვრული ეროვნული მიზნების, მდგრადი განვითარების მიზნების (SDG 11 - მდგრადი ქალაქები და დასახლებები, SDG 13 – კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგო ქმედებები და SDG 15 – სიცოცხლე დედამიწაზე) და NEAP3 -ის მიზნების განხორციელებას.



პროექტი სრულ თანხვედრაშია საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში არსებულ პრიორიტეტებთან.




თეგები:
ხე-მცენარე



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up