ქართული ეკონომიკა დიდი გამოწვევების წინაშე რჩება, რომელსაც სათანადოდ უნდა ვუპასუხოთ - ზურაბ ჩხაიძე

ქართული ეკონომიკა დიდი გამოწვევების წინაშე რჩება, რომელსაც სათანადოდ უნდა ვუპასუხოთ - ზურაბ ჩხაიძე

access_time2020-12-10 17:50:44

კორონავირუსის პანდემიამ მთელი მსოფლიო განსხვავებული რეალობის წინაშე დააყენა. ვირუსის პრევენციის მიზნით დაწესებულმა რეგულაციებმა სრულად შეცვალა საზოგადოების ქცევა და ადამიანებში ღირებულებები გადააფასა. ამასთან, ძირეულად გარდაიქმნა ბიზნესის როლი და გლობალური ეკონომიკა.



არსებული უსაფრთხოების რეგულაციების გამო საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, სტუმარმასპინძლობის სფერო ფაქტობრივად გაჩერდა. თუმცა, KTW ჯგუფმა ახალ გამოწვევებთან ღირსეულად შეხვედრის მყარი გადაწყვეტილება მიიღო.



პანდემიის თანმხლებ გამოწვევებთან ერთად, ჩვენ ამ საფრთხეებსა და წინააღმდეგობებში შესაძლებლობები დავინახეთ. მოვბილიზდით და ბევრი ვიმუშავეთ, რათა მაქსიმალურად მოვრგებოდით შექმნილ რეალობას. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ეს შევძელით!



პანდემიის დაწყებიდან დღემდე კომპანიის პროდუქციის ექსპორტი არ შეჩერებულა. ჩვენ არათუ 100%-ით შევინარჩუნეთ თანამშრომლები, აქცენტი სოფლის მეურნეობაზე გავაკეთეთ და ამ სფეროში დასაქმებულთა რიცხვი საგრძნობლდ გავზარდეთ. დისტანციური სერვისების გაფართოვებით და KTW ჯგუფის თანამშრომელთა თავდაუზოგავი შრომის შედეგად, ბევრი სიახლე შევძინეთ ჩვენს საქმიანობას.




უნდა აღინიშნოს, რომ ამ რთულ პერიოდში ქართული ბიზნესისა და დასაქმებული ადამიანების დასახმარებლად სახელმწიფომ დიდი შრომა გასწია, რათა მაქსიმალურად უმტკივნეულოდ ჩაევლო ახალი რეგულაციების დაწესებას. ასევე, უმნიშვნელოვანესია საქართველოს მთავრობის წვლილი ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით. პანდემიის გამოცხადებიდან დღემდე მნიშვნელოვან შემოტევებს გავუმკლავდით მათი გონივრული ტაქტიკის წყალობით. ეს ყველაფერი ცხადყოფს, თუ რამდენად მდგრადია ქვეყანა ასეთ მძიმე პერიოდშიც კი. მადლიერებას გამოვხატავთ ამ თანადგომისა და მხარდაჭერისთვის.



თავისმხრივ, ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის იმედისმომცემმა შედეგებმა, მსოფლიო მოსახლეობას და მათ შორის ჩვენც, ძველი შემართება ნაწილობრივ დაგვიბრუნა.



ჩვენ, KTW ჯგუფი მზად ვართ დამატებით კიდევ 100 მლნ ლარის ინვესტიცია განვახორციელოთ საქართველოში. შევქმნათ და განვავითაროთ ახალი მიმართულებები, როგორც სტუმარმასპინძლობის სფეროში, ასევე აგრო ბიზნესსა დეველოპმენტში.



მანამდე კი, ქართული ეკონომიკა დიდი გამოწვევების წინაშე რჩება, რომელსაც შესაბამისად უნდა ვუპასუხოთ.



ვფირობ, მომავალ 2021-2023 წლებზე პოზიტიური პროგნოზის გაკეთება შეიძლება. უახლოეს მომავალში ქვეყანაში აღარ დადგება კარანტინის დაწესების აუცილებლობა და ინვესტირებასაც აღარ შევუშინდებით. უკვე გამოცდილ და არსებულ გარემოსთან ადაპტირებულ ქვეყანაში კი ტურიზმი კიდევ უფრო მეტად განვითარდება. ცხადია, ამ ყველაფერს რეგიონში სტაბილურობა და სიმშვიდეც სჭირდება. ეს არის გრძელი გზა, რომელსაც უკეთესი მომავლისკენ მივყავართ. ამ გზაზე კი დიდი მოთმინება, თავდაუზოგავი შრომა და რეკომენდაციების მკაცრად დაცვა გვმართებს.


(R)


თეგები:
KTW



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up