KTW–მ პანდემიური წელი ₾15 მლნ-იანი ზარალით დაასრულა

KTW–მ პანდემიური წელი ₾15 მლნ-იანი ზარალით დაასრულა

access_time2021-08-12 13:00:19

საქართველოში ღვინის და სპირტიანი სასმელების ერთ-ერთმა უმსხვილესმა მწარმოებელმა „კახურმა ტრადიციულმა მეღვინეობამ“ პანდემიური წელი ₾15 მლნ-იანი ზარალით დაასრულა. ეს პირველი შემთხვევაა ბოლო 4 წლის განმავლობაში, როდესაც ზურაბ ჩხაიძის კომპანია ზარალზე გავიდა.

 

კომპანიის წლიურ ანგარიშში ვკითხულობთ, რომ KTW ჯგუფის გაყიდვები ძირითადად საექსპორტო ბაზრებზე მოდიოდა. კომპანიის მთავარი საექსპორტო ბაზარი რუსეთია, სადაც „კახურმა ტრადიციულმა მეღვინეობამ“ ₾ 65 მლნ. ღირებულების პროდუქცია გაყიდა. მას მოსდევს უკრაინა ₾ 32 მლნ. შემდეგ ბელარუსი ₾ 1.7 მლნ. მოლდოვა ₾ 1.4  და ჩინეთი ₾ 0.5 მლნ. ჯამში ამონაგებმა ექსპორტიდან ₾ 103 მლნ. შეადგინა, ხოლო ადგილობრივ ბაზარზე კომპანიამ ₾ 2 მლნ-ს ალკოჰოლური სასმელების რეალიზაცია შეძლო. 2019 წელთან შედარებით 2020 წლის რეალიზაცია რუსეთის ბაზარზე გაიზარდა 27%-ით, ბელარუსის 100%-ით, ლატვია-ესტონეთი შემცირდა 2-ჯერ, აშშ გაიზარდა 3,33-ჯერ, ჩინეთი შემცირდა 73%-ით და სხვა. საერთო ჯამში, 2019 წელთან შედარებით, 2020 წელს ჯგუფმა 3% ზრდა აჩვენა. ალკოჰოლური სასმელების თვითღირებულება ₾ 67 მლნ იყო.

 

2019 წელს KTW ჯგუფმა თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე, მოსახლეობისაგან გამოისყიდა საცხოვრებელი ფართები, სადაც დაგეგმილია მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა. ამავე წელს KTW ჯგუფმა კახეთის რეგიონში შეიძინა 6,525 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები. აღნიშნულ მიწებზე იგეგმება სხვადასხვა სახეობის მრავალწლიანი კულტურების გაშენება. ასევე, KTW ჯგუფი აქტიურად არის ჩართული კახეთის რეგიონში, ქალაქ ყვარელში და სოფელ ზიარში ფართომასშტაბიან პროექტებში. აღნიშნული პროექტის თანახმად, ჯგუფი გააშენებს თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ ღვინის სოფელს.

 

ასევე, ჯგუფი გეგმავს ქალაქ დუშეთში ტურისტული კომპლექსის მშენებლობას, რომლისთვისაც აღებული აქვს საინვესტიციო ვალდებულება, რომლის მიხედვითაც უნდა მოახდინოს 1,000,000 ლარის ინვესტირება.


 

2020 წელს KTW ჯგუფმა პოლონეთში დააფუძნა კომპანია “KTW IMPORT & DISTRIBUTION”, რომლის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ევროპის სხვადასხვა ქვეყნების ბაზრებზე პროდუქციის წარდგენა/რეალიზაცია. გასული წლის დეკემბერში KTW ჯგუფმა ორწლიანი ვადით გამოუშვა $10 მლნ–ის ღირებულების ფასიანი ქაღალდები, რომლის მიზნობრიობა არის არაპროფილური საბანკო სესხების გადაფარვა და სოფლის მეურნეობის დარგის განვითარება.

 

2020 წელს ხელფასებზე „კახურმა ტრადიციულმა მეღვინეობამ“ ₾ 2 მლნ. დახარჯა, ვენახების მოვლაზე 1,6, ქველმოქმედებაში კი 205 888 ლარი. უცხოური ვალუტის კონვერტაციით გამოწვეული წმინდა ზარალი კომპანიაში ₾ 12 მილიონი იყო.

 

შპს „კახური ტრადიციული მეღვინეობა“ 2001 წელს დაარსდა. კომპანიის ძირითადი საქმიანობა არის ღვინის და სპირტიანი სასმელების წარმოება და წარმოებული პროდუქციის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანიის წილის 100%-ს ბიზნესმენი ზურაბ ჩხაიძე ფლობს. ამჟამად, ჯგუფს აქვს ხუთი მოქმედი ღვინის ქარხანა, მათგან ოთხი კახეთში მდებარეობს, ხოლო ერთი აჭარაში.

 

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, რომელიც ეფუძნება გაცემულ საექსპორტო სერტიფიკატებს, 2020 წელს საქართველოდან მსოფლიოს 60 ქვეყანაში 92,4 მლნ-მდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინო იყო ექსპორტირებული, რაც 2019 წლის რაოდენობაზე 1%-ით ნაკლებია. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 216,5 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც 2019 წლის ანალოგიურ მონაცემზე 9%-ით ნაკლებია.


ბაჩო ადამია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up