„კულამ“ რუსეთსა და უკრაინაში საექსპორტო პროდუქცია სხვა ბაზრებზე გადაანაწილა

„კულამ“ რუსეთსა და უკრაინაში საექსპორტო პროდუქცია სხვა ბაზრებზე გადაანაწილა

access_time2022-04-19 14:00:00

„რუსეთ-უკრაინის ომი კულას გაყიდვებზე არ ასახულა, რადგან ამ ბაზარზე დიდად  დამოკიდებულები არ ვყოფილვართ“, -  ამის შესახებ „კომერსანტს“კომპანია “კულას” ხელმძღვანელმა ივანე გოგლიძემ უთხრა. მისი თქმით, რუსეთში და უკრაინაში საექსპორტო პროდუქციის მხოლოდ 7-8%  მიდიოდა.


მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.


„ამ  ორ  ქვეყანაზე  ექსპორტის მხოლოდ 7-8% გვქონდა და  სხვა ქვეყნებზე  გადავანაწილეთ. ამჟამად პროდუქცია ამერიკაში, ევროპასა და კანადაში გაგვაქვს, ვმუშაობთ ახალ ქვეყნებზეც“, -  აღნიშნა ივანე გოგლიძემ.


რაც  შეეხება ბოთლებს, ივანე გოგლიძის თქმით, ის მხოლოდ უკრაინიდან და რუსეთიდან არ შემოჰქონდათ.


„ბოთლები შემოგვქონდა რუსეთიდან, უკრაინიდან, მოლდოვადან, სომხეთიდან და ჩინეთიდან, ახლა უკრაინა და რუსეთი დაიკეტა, ნაწილობრივ დაიკეტა მოლდოვაც, საქართველოშიც დაიწყო ბოთლების წარმოება და ის მივახმარეთ და ძირითადად  გადავერთეთ უზბეკეთის  ბოთლის წარმოებაზე პირველი პარტია უკვე მივიღეთ“, -  აღნიშნა ივანე გოგლიძემ.



გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში  შაქარზე და ენერგო მატარებლებზე ფასი გაიზარდა, “კულას“ პროდუქტის ფასის დაახლოებით 3% -ით დაკორექტირება მოუწია.


“რაც შეეხება ფასებს, იქიდან  გამომდინარე,  რომ  შაქარი,  ელექტრო ენერგია და  გაზი გაძვირდა, დაახლოებით თვენახევრის წინ პროდუქტის ფასის  3%  იანი კორექტირება მოგვიწია., თუმცა გაყიდვებს არ ვემდურებით და  უფრო და უფრო მეტ შეკვეთას ვიღებთ“, -  აღნიშნა ივანე გოგლიძემ.


გორის საკონსერვო ქარხანა კულა” 2009 წელს ჩამოყალიბდა. კომპანიამ პირველივე წელს მოიპოვა ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების მწარმოებლის სახელი და გახდა ლიდერი საქართველოში ნატურალური წვენების წარმოებაში.


2010 წლიდან კომპანია აქტიურად შეუდგა ხილისა და ბოსტნეულის კონსერვების წარმოებას და ამ დროისათვის კომპანია აწარმოებს 250 დასახელების საკონსერვო პროდუქციას.


ამჟამად, კომპანია კულას გააჩნია ხუთი საწარმო, რომელიც მძლავრ აგრარულ სექტორად ითვლება სოფლის მეურნეობის პროდუქტების, კერძოდ ხილის, ბოსტნეულის და სხვა კულტურების წარმოებაში.



თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up