უკრაინისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთმანეთს თურქეთში შეხვდებიან.
დმიტრი კულება და სერგეი ლავროვი უკვე ანტალიაში არიან, სადაც სამმხრივი მოლაპარაკებები უნდა გაიმართოს.
მხარეებმა უნდა განიხილონ უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომი.
დმიტრი კულება თურქეთში გუშინ საღამოს ჩაფრინდა.
შეხვედრის შემდეგ, კიევის დროით 12 საათზე კულება პრესკონფერენციას გამართავს.