კულებამ და ლავროვმა მოლაპარაკებები დაასრულეს:ზავი ვერ შედგა

კულებამ და ლავროვმა მოლაპარაკებები დაასრულეს:ზავი ვერ შედგა

access_time2022-03-10 14:08:47

თურქეთის ქალაქ ანტალიაში უკრაინის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების, დმიტრო კულებას და სერგეი ლავროვის შეხვედრა დასრულდა. შეხვედრის შემდეგ დიმიტრი კულებას ბრიფინგი დაიწყო. საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე ვერ შეთანხმდნენ. კულებას თქმით, შეხვედრაზე ორი დავალებით მივიდა. მან ჰუმანიტარული დერეფნის მოწყობა და 24-საათიანი ზავის შეთანხმება მოითხოვა, რათა ჰუმანიტარული საკითხების მოაგვარონ.


„ზავის თაობაზე პროგრესი არ არის. გადაუდებელი ჰუმანიტარული საკითხების მოსაგვარებლად ჩვენ 24-საათიანი ზავის საკითხი დავაყენეთ, მაგრამ ამ მხრივ პროგრესი არ მიგვიღწევია, რადგან, როგორც ჩანს, რუსეთის ფედერაციაში სხვა ადამიანები იღებენ გადაწყვეტილებას ამ საკითხზე.


ჩვენ შევთანხმდით, რომ გავაგრძელოთ დიალოგი ჰუმანიტარული საკითხების მოსაგვარებლად, მზად ვარ ახალი მოლაპარაკებებისთვის ამ ფორმატში, თუ იქნება მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევისა და გადაწყვეტილებების პოვნის პერსპექტივა.



როდესაც ორი საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრას ატარებს, მათ აქვთ მანდატი მშვიდობის და უსაფრთხოების საკითი გადაჭრან, ეს მანდატი მათ პარლამენტებისგან მიიღეს. და მე მზად ვარ გავაგრძელო მოლაპარაკებები, რათა ომი უკრაინაში დასრულდეს, დასრულდეს უკრაინის მოქალაქეების ტანჯვა და გავათავისუფლოთ უკრაინის ტერიტორიები რუსი ოკუპანტებისაგან“, განაცხადა კულება.


ლავროვის თქმით, ჰუმანიტარული დერეფნების ყოველდღე გახსნის შეთანხმება ძალაში დარჩა. მისივე თქმით, დერეფნების მარშრუტს და გასვლის დროს წყდება იმ პირების მიერ, ვინც ხმელეთზე აკონტროლებს სიტუაციას.


მოლაპარაკებები თითქმის საათ-ნახევარი გაგრძელდა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up