კულტურის ისტორიის მუზეუმი კერძო პირისგან ბეშქენ ოქრომჭედელის მიერ შესრულებულ ვერცხლის საწინამძღვრო ჯვარს შეიძენს

კულტურის ისტორიის მუზეუმი კერძო პირისგან ბეშქენ ოქრომჭედელის მიერ შესრულებულ ვერცხლის საწინამძღვრო ჯვარს შეიძენს

access_time2022-12-12 12:00:33

საქართველოს ხელოვნების სასახლე - კულტურის ისტორიის მუზეუმი კერძო პირისგან ბეშქენ ოქრომჭედელის მიერ დამზადებულ ვერცხლის საწინამძღვრო ჯვარს შეიძენს, რაშიც მუზეუმმა კერძო პირს 147000 ლარი უნდა გადაუხადოს.


კულტურის ისტორიის მუზეუმი წარმოადგენს საქართველოს ერთ-ერთ უდიდეს სიძველეთსაცავს და მის უმთავრეს მოვალეობას წარმოადგენს, როგორც მის ფონდებში დაცული მასალის დაცვა/მოვლა, ასევე ახლადშეძენილი უნიკალური მასალით მათი შევსება. სწორედ აღნიშნული ფუნქციის განსახორციელებლად მუზეუმი დადგენილი წესით მუდმივად ახორციელებს სამუზეუმო ექსპონატების შეძენას.


ამჯერად მუზეუმმა უნდა მოახდინოს მესაკუთრის მიერ გასაყიდად გამოტანილი, მე-15 საუკუნის ვერცხლის საწინამძღვრო ჯვარი. ექსპონატი ხელოვნების გამორჩეულ ნიმუშს წარმოადგენს. ის უნიკალური და იშვიათია როგორც მხატვრული, ასევე ისტორიული ღირებულებით. ის შესრულებულია მე-15 საუკუნისათვის დამახასიათებელი ასომთავრული ანბანით (რომელიც გარდამავალია ხუცურში).


საინტერესოა წარწერა, საიდანაც ირკვევა, რომ ჯვარი საწინამძღვროა და ის ბეშქენ ოქრომჭედელს შეუსრულებია. ამავე წარწერის მიხედვით ირკვევა სამი ისტორიული პირის: „შეთას, იას და ღიდის“ სახელები, ისინი ჯვრის მომგებნი ან დამკვეთები უნდა იყვნენ, სავარაუდოდ ეს ადამიანები სვანეთის წარჩინებულ საგვარეულოს მიეკუთვნებოდნენ.



თავად კულტურის ისტორიის მუზეუმის განმარტებით, ხატი უნიკალური და საყურადღებოა გაფორმების თვალსაზრისითაც.


ჯვრის ძირში ვხედავთ ფეხზე მდგომ, აბჯროსან წმინდა გიორგის, ჯვრის თავზე კი იგივე ფორმაში მიქაელ მთავარანგელოზი უნდა იდგეს. ეს დიდი ზომის საწინამძღვრო ჯვარი ქართული ოქრომჭედლობის უნიკალური და დღემდე უცნობი ნიმუშია. გამომდინარე ყოველივედან, მისი შესყიდვა უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება როგორც ფონდების უძვირფასესი ხელოვნების ნიმუშის შევსების, ასევე ქართული კულტურისა და ისტორიის განვითარების საქმეში.


გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, გთხოვთ, „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს #13 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, მოგვცეთ თანხმობა, სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განვახორციელოთ ზემოაღნიშნული საწინამძღვრო ჯვრის შეძენა“, აღნიშნულია სსიპ - საქართველოს ხელოვნების სასახლის - კულტურის ისტორიის მუზეუმის გენერალური დირექტორის გიორგი კალანდიას მიერ სსიპ ,,სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს“ თავმჯდომარისთვის მიწერილ წერილში, რითაც მუზეუმმა გამარტივებული შესყიდვის მიცემის უფლება ითხოვა.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up