დადიანების დედოფლისეული სასახლის რეაბილიტაციას, სავარაუდოდ, აშშ–ის საელჩო დააფინანსებს – გიორგი კალანდია

დადიანების დედოფლისეული სასახლის რეაბილიტაციას, სავარაუდოდ, აშშ–ის საელჩო დააფინანსებს – გიორგი კალანდია

access_time2022-05-19 17:00:35

საქართველოს ხელოვნების სასახლე ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამუზეუმო გაერთიანებაა და ის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაქვემდებარებაშია, როგორც ხელოვნების სასახლის დირექტორმა გიორგი კალანდიამ  რადიო “კომერსანტის“ ეთერში, ლევან კობერიძის საავტორო გადაცემაში „ბრენდი საქართველო“ აღნიშნა, პირველად ხდება დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, რომ სახელმწიფომ სამუზეუმო კოლექციების შესყიდვა დაიწყო. 


„საბჭოთა პერიოდში, როდესაც  ჩვენი თავადაზნაურობა ქვეყნიდან გაიქცა თან უზარმაზარი  ეროვნული საგანძური  წაიღო, ვიცით, რომ დიდი ნაწილი  ექვთიმე  თაყაიშვილმა  დააბრუნა, თუმცა მას  ძირითადად  საეკლესიო კოლექცია ჰქონდა.. მაგრამ  საერო კოლექცია, ამილახვრების,  ერისთავების,  სარაჯიშვილების და ა.შ. ყველა გატანილი იყო ქვეყნიდან და სხვადასხვა აუქციონზე იყიდებოდა. პირველად მოხდა, რომ კულტურის სამინისტრომ შეიძინა ეს შედევრები და საქართველოში დააბრუნა, მათ  შორის  არის  საფრანგეთის  საიმპერატორო  კარის  მხატვრების ნამუშევრები და სხვა. 


სახელმწიფოს  როლი მუზეუმების  საქმიანობაში  ძალიან  კარგად  წარმოჩინდა და  ეს  ჩვენ  გვახარებს, ჩვენ  მაქსიმალურად  ვცდილობთ,  რომ რაც  შეიძლება  მეტი  ადამიანი მოვიდეს ჩვენთან, იმიტომ რომ ეს  არის  ჩვენი შემოსავლის  წყარო და  სამინისტრო  გვეხმარება  იმაში, რომ ეს  ჩვენ მიერ  მოზიდული თანხები  ჩვენსავე  განვითარებას  მოხმარდეს“, - აღნიშნა გიორგი კალანდიამ.


კალანდიამ დადიანების სასახლის რესტავრაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ  დადიანების სასახლეში რამდენიმე ათეული წელია რემონტი არ ჩატარებულა, მისივე  თქმით, რესტავრაცია ჩაუტარდა უფლისწულის სასახლეს  და რესტავრაციის  პირველი ეტაპი დადიანების დედოფლისეულ სასახლეში ჩატარდა.



„დადიანების  სასახლე  არის  ჩვენი ეროვნული სიამაყის, ეროვნული იდენტობის,  ჩვენი ევროპასთან ურთიერთობის სახე, თუმცა რამდენიმე ათეული წელია, იქ  რესტავრაცია არ განხორციელებულია და რა თქმა უნდა  ეს  ამ  სამუზეუმო კომპლექსს და განსაკუთრებით დედოფლისეულ სასახლეს დაეტყო. წინა  წელს  დასრულდა ნიკო დადიანის  სასახლის, იგივე  უფლისწულის  სასახლის  რეაბილიტაცია, რომელიც ფონდმა  ქართუმ  გააკეთა და ის  დამთვალიერებელს  იღებს. 

დედოფლისეულ სასახლეში, რომელშიც დაახლოებით სამ ათეულ წელზე მეტია რესტავრაცია არ ჩატარებულა და ამან უკვე  იჩინა  თავი,  ამას  ჩვეულებრივი  დამთვალიერებელიც ხედავდა, ხედავდა ჩამონგრეული  ჭერის, დაზიანებულ კედლებს და  ა.შ. 

პირველი, რაც  გაკეთდა  მინისტრის  ინიციატივით,  მთლიანად  შეკეთდა, რეაბილიტაციის  პირველი ეტაპი ჩატარდა  და დღეს დამთვალიერებელს  შეუძლია  შესვლა, ასევე  მოხდა  სრული რეექსპოზიცია და  დაახლოებით 60% საცავებში  არსებული ნამუშევრები თავიდან გამოიფინა. ახლა  დამთვალიერებელს  სრულიად  ახალი  ექსპოზიცია  დახვდება,  სამხედრო  აღჭურვილობის ახალი დარბაზი  გაიხსნა, დადიანებს საოცარი სამხედრო აღჭურვილობა ჰქონდათ“, - აღნიშნა გიორგი კალანდიამ. 


ხელოვნების სასახლის დირექტორმა ასევე აღნიშნა, რომ პირველად დადიანების  სასახლეების  ისტორიაში გაიხსნა  სამკითხველო დარბაზი, სადაც  ნებისმიერ  ადამიანს  შეუძლია მივიდეს, დადიანების  ბიბლიოთეკიდან  გამოიწეროს  წიგნი. თუმცა, მისივე თქმით, დედოფლისეულ  სასახლეს კვლავ სერიოზული  რეაბილიტაცია სჭირდება  და ხელოვნების სასახლემ სამინისტროს კოორდინაციით  მოამზადა პროექტი, რომელიც აშშ-ის საელჩოს პროგრამაშია შეტანილი და პროექტმა პირველი ეტაპი უკვე  გადალახა, კალანდიამ აღნიშნა, რომ მოლოდინი იმისა, რომ  დედოფლისეული  სასახლის  რეაბილიტაციაც  მალე  დაიწყება, დიდია. 




თაკო კვაჭანტირაძე






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up