Pew Research Center-მა ევროპის მასშტაბით 56 000 ზრდასრული ადამიანი გამოჰკითხა. რესპონდენტებს ჰკითხეს, ეთანხმებიან თუ არა მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მათი კულტურა სხვებზე აღმატებულია?
კითხვას, უფრო ზუსტად, ასეთი ფორმულირება ჰქონდა: „ეთანხმებით თუ არა მოსაზრებას, რომ თქვენი ხალხი არ არის სრულყოფილი, მაგრამ თქვენი კულტურა სხვებზე მაღლა დგას“. შედეგების შეჯერების შემდეგ, ორგანიზაციამ რუკა გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია ევროპის ქვეყნების რამდენ პროცენტს მიაჩნია, რომ მათი კულტურა სხვებზე მაღლა დგას.
ყველაზე შოვინისტური დამოკიდებულება აღმოსავლეთ ევროპაში - ბულგარეთში (69%), რუსეთში (ასევე 69%), რუმინეთსა (66%) და საქართველოში (85%) დაფიქსირდა. თუმცა, სიის სათავეში ბერძნები არიან. ბერძნების 89%-ს მიაჩნია, რომ ბერძნული კულტურა სხვებზე აღმატებულია. ამ ჩამონათვალში ბერძნებს საქართველო მოსდევს 85% პროცენტით და ამ მაჩვენებლით ჩვენი ქვეყანა სომხეთს (68%) და რუსეთს (69%) უსწრებს.
რუკაზე ყველაზე მოკრძალებულად ესპანელები გამოიყურებიან. ესპანელების მხოლოდ 20% მიიჩნევს, რომ მათი კულტურა სხვებზე აღმატებულია.