ყველაფერი რაც ბათუმის ხელოვნურ კუნძულზე გაინტერესებთ - თორნიკე ქებურიას პასუხები „კომერსანტს“

ყველაფერი რაც ბათუმის ხელოვნურ კუნძულზე გაინტერესებთ - თორნიკე ქებურიას პასუხები „კომერსანტს“

access_time2022-10-17 12:00:44

„ამბასადორი ბათუმი აილენდი“ - უმსხვილესი საინვესტიციო პროექტი, რომელიც ბათუმის ზღვისპირის სივრცეში ულტრათანამედროვე გასართობ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურის მოწყობას ითვალისწინებს. რეგიონში სრულიად განსხვავებული რეზორტული ტიპის ორი ხელოვნური ნახევარკუნძული და ერთი კუნძული “ბარცხანასა” და „თამარის“ დასახლების 2,5X1,5 კმ სანაპიროს აკვატორიაში განთავსდება. პროექტის მიხედვით კუნძულზე მოეწყობა საზოგადოებრივი პლაჟები, აქტიური და პასიური დასვენების კუთხეები, აკვაპარკები, სასეირნო პრომენადები, ზღვისპირა ბულვარი, იახტკლუბი, საგანმანათლებლო დაწესებულებები, სავაჭრო ცენტრები, სასტუმრო და საცხოვრებელი დანიშნულების შენობა-ნაგებობები. კონცეფცია ითვალისწინებს, მსხვილმასშტაბიანი ინვესტიციების მოზიდვას და ბათუმის ადმინისტრაციული საზღვრების გაფართოებას, რაც ქალაქის არსებული განაშენიანებისგან განტვირთვას და მისი სანაპირო ზოლის გამაგრებას ნიშნავს.


„კომერსატი“ „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ პროექტის შესახებ უფრო მეტი დეტალით დაინტერესდა, რაზეც პასუხები ექსკლუზიურად Ambassadori Group-ის თანადამფუძნებლისგან თორნიკე ქებურიასგან მიიღო.


რა ეტაპზეა ხელოვნური კუნძულის მშენებლობა?


„ბათუმის კუნძული იქნება თვისობრივად განსხვავებული, მსოფლიოში ცნობილი ქართული რეზორტული ქალაქი, სადაც გათვალისწინებული იქნება დასვენების, გართობის, მკურნალობის და განათლების მიღების მსოფლიოში არსებული საუკეთესო პრაქტიკა.


პროექტის განხორციელება ფაქტობრივად დაწყებულია. ერთი წლის წინ საქართველოს მთავრობასთან ხელი მოწერა საინვესტიციო ხელშეკრულებას. წამყვანი საერთაშორისო და ადგილობრივი კომპანიების ჩართულობით განხორციელდა შავი ზღვის ფსკერის სიღმეების, გეოლოგიური, წყლის მოდინების და გარემოზე ზედამხედველობის კვლევის სამუშაოები. მიმდინარე წლის 3 სექტემბერს კი ბათუმში ხელოვნური კუნძულის საძირკვლის ჩაყრისა და კაფსულის ჩაგდების ცერემონია გაიმართა, რის შემდეგაც ოფიციალურად დაიწყო მშენებლობა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს პროექტის პირველი ფაზა რაც საინვესტიციო ტერიტორიის ზღვის სანაპირო ზოლის ნაპირდაცვით (ნაპირსამაგრი) სამუშაოებს გულისხმობს. ამავდროულად ეს სამუშაოები ითვალისწინებს ხელოვნური მიწის ნაკვეთის წარმოქმნას, რაც მომავალში იქნება კუნძულების შემადგენელი ნაწილი“, - აცხადებს თორნიკე ქებურია.


ბიზნესმენი ამბობს, რომ ბათუმის ხელოვნური კუნძულის პროექტში, როგორც საზღვაო ასევე მიწის ზედა სამუშაოების კვლევებში და პროექტირების პროცესში ჩაბმულია მსოფლიოს უმაღლესი კლასის სპეციალისტების თანავარსკვლავედი.


„მაგალითად, ბათიმეტრიული სამუშაოები, რაც გულისხმობს ზღვის სიღრმეების დეტალურ კვლევას, განახორციელა თურქეთიდან სპეციალურად მოწვეულმა მაღალკვალიფიციურმა კომპანია KORDIL-მა. ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევების მიზნით, გაფორმდა ხელშეკრულება 40-წლიანი გამოცდილების მქონე საერთაშორისო კომპანიასთან, Yüksel Proje-სთან, რომელსაც დაპროექტებული აქვს თურქეთის რესპუბლიკაში ორდუს და რიზეს შავ ზღვაში განაშენიანებული საერთაშორისო აეროპორტები. სხვათა შორის საქართველოსთვის ისტორიული პროექტის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის სტრატეგიული მილსადენის პროექტირების სამუშაოებიც ამავე კომპანიის შესრულებულია. უმსხვილესი თურქული კომპანია ARS (Applied Research Solutions), საქართველოში პირველად ზღვის (წყლის) მოდინების კვლევებს ახორციელებს. პროექტზე მუშაობა ერთდროულად მიმდინარებს თურქეთის რესპუბლიკასა და საფრანგეთში.



ჩვენთვის მნიშვნელოვანია, პროექტი განხორციელდეს აგრეთვე ადგილობრივი პროფესიონალების აქტიური ჩართულობით. მაგალითად გარემოზე ზემოქმედების დაკვირვების სამუშაოები სრულად ქართველი მაღალკვალიფიციური სპეციალისტების ორგანიზებით მიმდინარებს“, - განმარტავს ქებურია.


როგორ მოხდება პროექტის ფინანსური უზრუნველყოფა


თორნიკე ქებურია ამბობს, რომ პროექტი მიმდინარეობს Ambassadori Group-ის დაფინანსებით. საწყის ეტაპზე განხორციელდება არანაკლებ 100 მლნ დოლარის ინვესტიცია, რაც შექმნის არანაკლებ ორი ათას სამუშაო ადგილს.


„პროექტში ფინანსური ინსტიტუტების მონაწილეობა მნიშვნელოვანია პროცესის უფრო ეფექტური, გამჭვირვალე და პროგნოზირებადი მოლოდინების უზრუნველსაყოფად. პროექტში ფინანსური თანამონაწილეობის მიმართულებით წარმატებულად მიმდინარეობს აქტიური სამუშაო პროცესი ქართულ ფინანსურ ინსტიტუტებთან“, - ამბობს ქებურია.


კუნძულზე Ambassadori-ს გარდა კიდევ რა ბრენდის სასტუმროები განთავსდება?


როგორც კუნძულის პროექტირების ასევე მშენებლობის განხორციელების ეტაპზე Ambassadori Group-ი ითანამშრომლებს მხოლოდ იმ დეველოპერებთან, რომელიც აიღებს პასუხისმგებლობას განაშენიანების უმაღლეს ხარისხზე. კუნძულებზე უძრავი ქონების განვითარებით დაინტერესებულ ყველა დეველოპერს ექნება ვალდებულება დაიცვას, როგორც განაშენიანების გეგმით გათვალისწინებული რეგულაციები, აგრეთვე გენ-გეგმის ავტორთა კონცეფციით დამტკიცებული საერთო არქიტექტორული ხედვა.



„რა თქმა უნდა ცალკეული შენობების პროექტირება განხორციელდება სხვადასხვა არქიტექტორის მიერ, თუმცა სტილი, ხელწერა და არქიტექტორული გადაწყვეტა უნდა იყოს ერთიან კონცეფციასთან ჰარმონიზებული.


ბათუმი ბოლო წლებში განვითარებულია საერთაშორისო სასტუმროს ბრენდების პოზიციონირება, რაც ძალიან სასიხარულოა. ამ მხრივ გამონაკლისი არც ბათუმის კუნძული იქნება. თუმცა, აქვე აღვნიშნავდი, რომ სასტუმროების ქსელი Ambassadori წარმოადგენს სასტუმროების მართვის ქართულ ბრენდს, რომელიც მომხმარებელში უმაღლეს ხარისხთან ასოცირდება. გვჯერა, სწორი ხედვების დამკვიდრების და ხარისხზე ორიენტირების შემთხვევაში ტურისტულ ბაზარზე შესაძლებელია ქართული ბრენდით მაღალკონკურენტუნარიანი პოზიციონირება. პირიქით, საქართველოში ქართული ბრენდი ხშირად უფრო საინტერესოა, როგორც ადგილობრივი ასევე უცხოელი მომხმარებლებისთვის. ჩვენი მიზანია ბათუმის კუნძულიც, ცნობილი და წარმატებული ქართული ბრენდი გახდეს დანარჩენ მსოფლიოში“, - აცხადებს „კომერსანტთან“ Ambassadori Group-ის თანადამფუძნებელი.


როგორი იქნება კუნძულზე განაშენიანება და შეზღუდული იქნება თუ არა K2 კოეფიციენტი


კუნძულის მთლიანი ტერიტორია დაახლოებით 72 ჰექტარს მოიცავს, შესაბამისად მნიშვნელოვანია განაშენიანების მასშტაბები, ზონები, ფუნქციური დატვირთულობა, ხმაურიანი და საცხოვრებელი ზონები თავიდანვე სწორად იყოს განაწილებული.

„ამ მიმართულებით სრულად მინდობილი ვართ მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს. კუნძულის განაშენიანების გეგმაზე მუშაობენ საერთაშორისო კომპანიები YUKSEl PROJE (თურქეთი), ARUP GROUP (დიდი ბრიტანეთი) და Colliers (დიდი ბრიტანეთი). გენგეგმის ავტორებს დავალებული აქვთ ბათუმის კუნძულზე გაიზიარონ მსოფლიოში არსებული საუკეთესო პრაქტიკა განაშენიანების მასშტაბის, მაცხოვრებელთა ტევადობის, მოძრაობის ინტენსივობის, ტრანსპორტის მოძრაობის სქემის, გამწვანების, ეკოლოგიური ნორმების და ცხოვრების საუკეთესო პირობების შექმნისათვის. ამჟამად გენგეგმაზე მუშაობა ერთდროულად მიმდინარებს თბილისში, ანკარაში, ლონდონში და ნიუ იორკში“, - აცხადებს თორნიკე ქებურია.


PS  „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ პროექტთან დაკავშირებით ბიზნესმენ თორნიკე ქებურიასთან ინტერვიუს გაგრძელებას „კომერსანტი“ ხვალ შემოგთავაზებთ.


ფოტო: forbes.ge და islandambassadori.com





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up