კურიერები დღეს სახალხო დამცველის ოფისთან აქციას გეგმავენ. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი ომბუდსმენს მადლობას უხდიან მხარდაჭერისთვის და კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ დისკრიმინაციულ და შრომითი უფლებების შემლახველ პირობებს:
„დღეს, 13 თებერვალს,12:00 საათზე, კურიერები მივდივართ მსვლელობით სახალხო დამცველის ოფისთან (აღმაშენებლის გამზ. N80-ში), რათა ჩავაბაროთ მიმართვა კომპანია ვოლტში განხორციელებული დისკრიმინაციული და შრომითი უფლებების შემლახველი მოქმედებების შესახებ. გვსურს ომბუდსმენს მადლობა გადავუხადოთ იმ განცხადებისთვის, რომელიც მათ რამდენიმე დღის წინ გაავრცელეს, სადაც ნათლად არის ხაზგასმული დამსაქმებლის ვალდებულება უზრუნველყოს ღირსეული ანაზღაურება და ყველა მოქალაქე დაცული იყოს დისკრიმინაციისგან. რაც მთავარია ვემზადებით მთავარი, მართლაც აქციისთვის, რომელიც გაიმართება 15 თებერვალს, ვოლტის ოფისთან,“ - ნათქვამია განცხადებაში.