ხულო-კურორტი გოდერძის მონაკვეთზე მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ინფორმაციას ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ88-კმ106 (ხულო-კურორტი გოდერძი) მონაკვეთზე მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია რთული მეტეოროლოგიური პირობების (თოვა, ქარბუქი, შეზღუდული ხილვადობა) გამო,“- ნათქვამია უწყების განცხადებაში.