კურორტ გოდერძიზე რესტორანი/სასტუმრო „მათეს ქოხი“ იყიდება. ობიექტი აუქციონზეა გამოტანილი და მისი საწყისი ღირებულება 895000 ლარია. ობიექტის გასხვისება კი 6 იანვარს ჩანიშნულ აუქციონზე იგეგმება. როგორც „კომერსანტს“ სასტუმროს მფლობელებმა განუცხადეს, საცხოვრებელი ადგილის შეცვლის გამო იძულებული არიან „მათეს ქოხი“ გაყიდონ.
კურორტ გოდერძიზე არსებული 3 სართულიანი რესტორანი/სასტუმრო მოქმედია. 1-სართულზე განთავსებულია საქვაბე, 2-სართულზე რესტორანი, ხოლო 3-სართულზე სასტუმრო ( 4 ნომერი სველი წერტილებით) . რესტორანი აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით და შეყვანილია საჭირო კომუნიკაციები. შენობა აშენებულია უკრაინიდან შემოტანილი ხის ძელური მასალით. მიწას მოხსნილი აქვს ყველა ვალდებულება. რაც დაკისრებული ჰქონდა ეკონომიკის სამინისტროსგან.
როგორც „მათეს ქოხში“ განმარტავენ, 5 ადგილიანი სასტუმროს ნომრის ფასი 250 ლარია და ამ დროისათვის ნომრები 15 იანვრის ჩათვლით 100%-ით დაჯავშნილია.