დღეიდან, კურორტზე „გოდერძი“ სხვა სამთო-სათხილამურო კურორტების მსგავსად, სტუმრებს საბაგიროებით შეუძლიათ ისარგებლონ, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, რეგულაციების მიხედვით, გონდოლებში ერთდროულად მხოლოდ 3 პერსონის დაშვებაა შესაძლებელი.
„შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზეკურორტზე ბაბლისა და გონდოლას ტიპის საბაგიროები ფუნქციონირებს.
რაც შეეხება განთავსების ობიექტებს, სასტუმროებმა კურორტზე ფუნქციონირება 25 თებერვლიდან განაახლეს. დღეის მონაცემებით, კურორტ გოდერძიზე 3 სასტუმრო დარამდენიმე კოტეჯი ღებულობს სტუმრებს. მათ შორისაა ახლადგახსნილი სასტუმრო „ამბასადორი გოდერძი“, რომელშიც რესტორანი, ღამის კლუბი და აუზი ფუნქციონირებს. სტუმრებს ღებულობს, სოფელ დანისპარაულში კურორტიდან 3 კმ-ში მდებარე საოჯახო-სასტუმრო სახლებიც“, - ნათქვამია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
imedinews.ge