კურორტების განვითარების სააგენტოს სანდრო ონოფრიშვილი უხელმძღვანელებს

კურორტების განვითარების სააგენტოს სანდრო ონოფრიშვილი უხელმძღვანელებს

access_time2022-06-27 15:40:00

ახალ სსიპ-ს კურორტების განვითარების სააგენტოს სანდრო ონოფრიშვილი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.


ცნობისთვის, სანდრო ონოფრიშვილი 2013 წლიდან 2018 წლამდე მთის კურორტების განვითარების კომპანიას ხელმძღვანელობდა. 2018 წლიდან დღემდე კი სამთო საკითხებში ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მრჩევლის პოსტი ეკავა.


„300-ზე მეტი საკურორტე ადგილი და 100-ზე მეტი მოქმედი კურორტი გვაქვს. თითოეული ამ კურორტის განვითარებისთვის გვჭირდებოდა კონკრეტული სამუშაო ჯგუფი, რომელსაც გარკვეული ლეგიტიმაცია ექნება. ამ სსიპ-ის არსი იქნება სხვადასხვა უწყების კოორდინაცია. ამიტომ ცალკე დეპარტამენტი ან განყოფილება რომელიმე უწყებაში უფრო ნაკლები ლეგიტიმაციის მქონე და ანგარიშგასაწევი შეიძლება იყოს, ვიდრე კონკრეტულ ამოცანაზე ორიენტირებული ჯგუფი. ეს იქნება მცირე მობილური ჯგუფი, რომლის ამოცანაც და პასუხისმგებლობაც იქნება, რომ მოხდეს პოტენციალის შესწავლა, სწორედ დაგეგმვა, მათ შორის სივრცითი დაგეგმვა ამ კურორტებზე და მოხდეს საინვესტიციო პაკეტების იმგვარად ჩამოყალიბება, რომ კერძო სექტორმა ეფექტურად ინვესტირება მოახერხოს,“-განაცხადა დავითაშვილმა კურორტების განვითარების სააგენტოს არსსა და შექმნის აუცილებლობაზე საუბრისას.


შესახსენებთ, რომ საქართველოში ახალი სსიპ - კურორტების განვითარების სააგენტო შექმნის შესახებ, მთავრობის 20 ივნისის დადგენილებიდან გახდა ცნობილი.



როგორც დადგენილებაშია აღნიშნული, სააგენტოს უფლებამოსილება განისაზღვრება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მიერ დამტკიცებული დებულებით. სააგენტოს დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. ამასთან, სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.



bpn.ge







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up