„დაინტერესება იმდენად მაღალია, რომ არ ველოდით“ - როდის იხსნება და რას სთავაზობს დამსვენებლებს სასტუმრო-სარესტორნე ქსელი „ლაგოდეხი რეზორტი“

„დაინტერესება იმდენად მაღალია, რომ არ ველოდით“ - როდის იხსნება და რას სთავაზობს დამსვენებლებს სასტუმრო-სარესტორნე ქსელი „ლაგოდეხი რეზორტი“

access_time2023-03-06 14:50:56

ლაგოდეხის ნაკრძალთან ახლოს მდებარე სასტუმრო-სარესტორნე ქსელი „ლაგოდეხი რეზორტი“  რვა მარტს იხსნება, როგორც „კომერსანტს“ ქსელის გენერალურმა მენეჯერმა დავით ბერიძემ უთხრა „ლაგოდეხი რეზორტი“ ნაკრძალის  შესასვლელთან მდებარეობს და  ადგილზე განთავსებულია 2 და 5 ადგილიანი ჯამში  ოცი  კოტეჯი.


„ლაგოდეხის  ნაკრძალის შესასვლელთან, დაახლოებით 10 მეტრის მოშორებით ვართ, ტერიტორიაზე  განთავსებულია 5 ადგილიანი და 2 ადგილიანი კოტეჯები და ჯამში 100 ადამიანის მიღება შეგვიძლია. შეთავაზებაში შედის საუზმე და ადგილზე მუშაობს რესტორანი ქართულ-ევროპული სამზარეულოთი.


ჯერ არ გავხსნილვართ და დაინტერესება იმდენად მაღალია, რომ არ ველოდით,  ძირითადად ადგილობრივი  დამსვენებლები მოგვმართავენ, თუმცა  უცხოელი ტურისტებიც აქტიურობენ,“- აღნიშნა დავით ბერიძემ.


დავით ბერიძის თქმით „ლაგოდეხი რეზორტის“ ინვესტიცია 5 მილიონი ლარია და კომპლექსი 40-მდე ადამიანს ასაქმებს, თუმცა სამომავლოდ ეს რიცხვი გაიზრდება. მისივე თქმით, ტერიტორიაზე ძირითადად ადგილობრივი მაცხოვრებლები არიან დასაქმებული და რამდენიმე კადრი არის  თბილისიდან.



რაც შეეხება ფასებს, 2 ადგილიანი კოტეჯის ღირებულება 200 ლარს შეადგენს, ხოლო 5 ადგილიანის ფასი 320 ლარია.


სასტუმროს ტერიტორიაზე ფუნქციონირებს რესტორანი, გრილ ბარი, აუზი და დაცული ავტოსადგომი. დასასვენებელი კომპლექსი იდეალურია მოლაშქრეებისთვის, არაფორმალურ გარემოში სამუშაო შეხვედრებისთვის, ოჯახური და კორპორატიული შეკრებებისთვის. 


კოტეჯებიდან იშლება დაცული ტერიტორიებისა და კავკასიონის მთების ხედები და ის თბილისიდან 180 კმ-ით არის დაშორებული.



თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up