კუს ტბის საბაგირო გზა რეგლამენტით გათვალისწინებული ტექნიკური სამუშაოების გამო, მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება. ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს.
„შეზღუდვა 4 სექტემბერს, 09:00-დან 11:00 საათამდე იმოქმედებს. სამუშაოების დასრულების შემდეგ, საბაგირო გზა მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაახლებს.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის!“ – ნათქვამია განცხადებაში