კუს ტბის საბაგირო გზა ტექნიკური სამუშაოების გამო, დღეს მგზავრებს ვერ მოემსახურება. ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს.
„საბაგირო გზაზე რეგლამენტით გათვალისწინებული სამუშაოები ჩატარდება.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!“ – ნათქვამია განცხადებაში.